სიდნი კროსბი - NHL-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოთამაშე

NHL-ის 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოთამაშის ჯამური შემოსავალი 2014-15 წლების სეზონში 121 მილიონი დოლარი იქნება, ხელფასებისა და სარეკლამო შემოსავლების ჩათვლით.

ლიგის წანყვანი ვარსკვლავი, Pittsburgh Penguins’-ის კაპიტანი, სიდნი კროსბი ამ მხრივაც ლიდერია - ერთი წლის განმავლობაში კროსბი $16.5 მილიონით გამდიდრდება, საიდანაც $12 მილიონს ხელფასის სახით მიიღებს. სიდნი კროსბი 2005 წელს გამოჩნდა NHL-ში და უკვე მეორე წელს მიაღწია უდიდეს წარმატებას - გახდა ლიგის ბომბარდირი და MVP. მას შემდეგ მან სტენლის თასიც მოიგო და ოლიმპიადაც, კანადის ნაკრების შემადგენლობაში. მიუხედავად იმისა, რომ 2011-13 წლებში კროსბის სერიოზული ტრავმები აწუხებდა,  პიტსბურგელებმა 2012 წელს მას 12 წლით გაუგრძელეს კონტრაქტი, რომლის საერთო ღირებულებაა $104 მილიონი. არც შემცდარან - კროსბი ისევ საუკეთესო სპორტულ ფორმაშია.

NHL-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჰოკეისტების პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1.    სიდნი კროსბი - $16.5 მილიონი
2.    ში უებერი - $14.1 მილიონი
3.    ალექსანდრ ოვეჩკინი - $14 მილიონი
4.    ზაქ პარიზე - $11.8 მილიონი
5.    ჰენრიკ ლუნდკვისტი - $11.7 მილიონი
6.    რაიან სატერი - $11.2 მილიონი
7.    ვინსენტ ლეკავალიე - $11 მილიონი
8.    პაველ დაციუკი - $10.3 მილიონი
9.    კლოდ ჟირუ - $10.3 მილიონი
10. ფილ კესელი - $10.3 მილიონი

წინა სტატია

ვენჩურული კაპიტალი. ინვესტირებადი ტრენდები
25 ნოემბერი, 2014

შემდეგი სტატია

Glenmorangie – მოგზაურობა სრულყოფილებისკენ
26 ნოემბერი, 2014
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა