ქვეყნები, რომლის მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად რჩებიან საქართველოს სასტუმროებში

ქვეყნები, რომლის მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად რჩებიან საქართველოს სასტუმროებში

2017 წელს საქართველოში მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 66.9 ათასი ერთეული შეადგინა. ნომრების საერთო რიცხვი 30.7 ათასი ერთეულია, რომელთა 9.9 პროცენტი ლუქსია, 13.1 პროცენტი – ერთადგილიანი, 57.2 პროცენტი – ორადგილიანი, ხოლო 19.8 პროცენტი სამი და მეტი ადგილის მქონე ნომრებია. 

საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 3381.5 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 33.1 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს. საქართველოს სასტუმროებს სტუმართა 69.7 პროცენტი საზღვარგარეთის ქვეყნებიდან სტუმრობდა, 30.3 პროცენტი – საქართველოდან. საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად სტუმრობდნენ რუსეთიდან (16.9 პროცენტი) შემოსული სტუმრები.

ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უმეტესობა პოლონეთიდან (20.0 პროცენტი) და გერმანიიდან (17.9 პროცენტი) იყო, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უდიდესი ნაწილი – თურქეთიდან (27.5 პროცენტი) და ირანიდან (20.1 პროცენტი). 2017 წელს, გასულ წელთან შედარებით, სტუმართა რაოდენობა რუსეთიდან გაიზარდა 73.6 პროცენტით, თურქეთიდან – 60.8 პროცენტით, ირანიდან 2.4- ჯერ, უკრაინიდან – 37.0 პროცენტით, აზერბაიჯანიდან – 44.8 პროცენტით, ისრაელიდან – 26.4 პროცენტით, სომხეთიდან – 61.3 პროცენტით, პოლონეთიდან – 1.1 პროცენტით, საუდის არაბეთიდან – 2.2-ჯერ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *