Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი

Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი

Forbes Georgia პროექტს 30 Under 30-ს იწყებს. ჩვენ შევადგინეთ ქართველი ოცდაათწლამდელი წარმატებული ახალგაზრდების ასეული, ვის შერჩევაშიც სხვადასხვა სფეროს ექსპერტები დაგვეხმარნენ.

პროექტი მიზნად ისახავს იმ ადამიანების სიის შედგენას, რომლებმაც წარმატებას 30–წლამდელ ასაკში უკვე მიაღწიეს. ამ სიაში მოხვედრილი ახალგაზრდები სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, თუმცა მათ გარკვეული თვისებები აერთიანებთ – ისინი არიან გაბედულები, ენერგიულები, შემოაქვთ სიახლე და აქვთ თავიანთი ხედვა.

წარმოგიდგენთ რჩეულ ანტრეპრენიორებს:

ბაია აბულაძე, 25
“ბაიას ღვინო”, დამფუძნებელი.

ანანია გაჩეჩილაძე, 22
“აიისა”, დამფუძნებელი.

გიორგი დიღმელაშვილი, 23
Hand4Help, თანადამფუძნებელი.

ბესო კაჭარავა, 27
Post Red Audio, დამფუძნებელი.

დათო კვიციანი, 23
Cnick, დამფუძნებელი.

ბაქარ მარუაშვილი, 27
Entropy, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი.

რატი ღოლიჯაშვილი, 28
“ბიოქიმფარმა”, გაყიდვებისა და მარკეტინგის უფროსი.

მიხეილ ჩხარტიშვილი, 28
Appidea, დამფუძნებელი.

არჩილ ჭეიშვილი, 25
Palatine Analytics, გენერალური დირექტორი.

დავით ხოსროშვილი, 28
WiFisher, დამფუძნებელი.

———-
ჟიური:

ქეთი ბოჭორიშვილი, “ანაკლია სითის” აღმასრულებელი დირექტორი.

მიხეილ ხიდურელი, “აწარმოე საქართველოს” ხელმძღვანელი.

მარიამ ლაშხი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დეპარტამენტის უფროსი.

———-
ფოკუსში: 
დავით ხოსროშვილი, 28. WiFisher, დამფუძნებელი.

ონლაინსივრცეში მომხმარებლების ქცევის ანალიტიკა ათვისებული ნიშია, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით მომხმარებლების ქცევაზე ფიზიკურ გარემოში.

დავით ხოსროშვილმა მარკეტინგული პლატფორმა WiFisher-ი 2015 წელს შექმნა. კომპანია ტრადიციულ ბიზნესთან თანამშრომლობს, ეხმარება ბიზნესმენებს იმის გარკვევაში, თუ ვინ არიან მათი მომხმარებლები. პლატფორმა აგროვებს მონაცემებს, ვიზიტორებს სპეციფიკურ კატეგორიებში ანაწილებს და მათი ქცევის ანალიზს ახდენს. მსხვილი ამერიკელი ინვესტორების დაფინანსებით WiFisher-ი ხუთ ქვეყანაში გაფართოვდა და მომსახურებას 250-ზე მეტ დამკვეთს უწევს.

“2011 წლიდან ხუთი კომპანიის თანადამფუძნებელი ვიყავი, თუმცა გადავწყვიტე, რომ დროა, ფოკუსირება ერთ კომპანიაზე მოვახდინო და ეს კომპანია WiFisher-ია. კვირაში დაახლოებით 80 საათს ვმუშაობ და ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მაგარ გუნდთან ერთად ვქმნი offline ანალიტიკის მომავალს“.

ინოვაცური კომპანია WiFisher-ი Forbes Startup Award 2017-ის მფლობელი გახდა.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *