UNWTO: ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებებს შორის, საქართველო მეოთხე ადგილზეა

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ UNWTO – 2018 წლის მსოფლიო ტურიზმის მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშში მოცემულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ტურიზმის დინამიკა. 

2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, მსოფლიოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 6.8%-ით გაიზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. აფრიკაში ტურისტების რაოდენობა 9%-ითაა გაზრდილი, ხოლო ევროპაში კი 8%-ით. ამასთან, ევროპაში მსოფლიოს ტურისტების თითქმის ნახევარი ჩავიდა - 671 მილიონი, ხოლო აფრიკას მხოლოდ 63 მლნ ტურისტი ესტუმრა. 

მსოფლიოში ტურისტების დანახარჯები 5%-ით გაიზარდა, დანახარჯების 40% ევროპაზე მოდის. 

ანგარიშის მიხედვით, დანახარჯების ყველაზე დიდი წილი ჩინელ ტურისტებზე მოდის, რომლებმაც მოგზაურობაზე 258 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს. მეორე ადგილზე დანხარჯების მიხედვით ამერიკელი ტურისტები არიან, რომლებმაც წლიურად 135 მილიარდზე მეტი დახარჯეს მოგზაურობაზე. 

ანგარიშის მიხედვით, ქვეყნები, სადაც ტურისტების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგია: 

ეგვიპტე - ზრდა 55%

ტოგო - ზრდა 46%

ვიეტნამი - ზრდა 29%

საქართველო - ზრდა 27.9%

პალესტინა - ზრდა 25%

ჩვენ გირჩევთ

ტურიზმმა ტემპი აკრიფა

აგვისტოში სამომხმარებლო პროდუქცია 0.5 პროცენტით გაძვირდა

ტურიზმმა ტემპი აკრიფა

ტურიზმმა ტემპი აკრიფა

წინა სტატია

ბენტლის სახლი
07 სექტემბერი, 2018

შემდეგი სტატია

New Rankings Of The World's Fastest-Growing Tourism Destinations
08 სექტემბერი, 2018
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი
რეიტინგი | სექ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა