საქართველო ბიზნესის დასაწყებად 12 საუკეთესო ქვეყანას შორის სახელდება

რეიტინგში საქართველო მეოთხე ადგილს იკავებს.

Reboot Digital Agency-მ ბიზნესის დასაწყებად წლის 12 საუკეთესო ქვეყანა დაასახელა. რეიტინგის შესადგენად, სააგენტომ მსოფლიო ბანკის Doing Business-ის მონაცემები და ისეთი ინდიკატორები გამოიყენა, როგორიცაა ბიზნესის დასაწყებად საჭირო მინიმალური კაპიტალი და დასარეგისტრირებლად საჭირო დრო. 

ანგარიშის მიხედვით, ბიზნესის დასაწყებად საუკეთესო ქვეყანა ახალი ზელანდიაა. ქვეყნის სარეიტინგო ქულა 100-დან 99.96-ია, თუმცა წინა წელთან შედარებით მისი ქულა 0.18%-ით შემცირდა. 

რეიტინგში საქართველო მეოთხე ადგილს იკავებს. ქვეყნის სარეიტინგო ქულა 97.84-ია, რაც წინა წელთან შედარებით, 2.12%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საქართველოს უსწრებს ჰონგ კონგი და კანადა. 

რეიტინგში ხუთეულს იამაიკა ასრულებს, სინგაპური კი მეექვსე პოზიციაზეა. მეშვიდე და მერვე ადგილებზე ავსტრალია და ირლანდია არიან, ხოლო ათეულს კორეა და კოსოვო ასრულებენ. ბიზნესის დასაწყებად 12 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა უზბეკეთი და ესტონეთი. 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საქართველო Doing Business-ის რეიტინგში დაწინაურდა და მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა. მსოფლიო ბანკის რეიტინგში ქვეყნის სარეიტინგო ქულა 82.04-ია. ყველაზე ცუდი პოზიცია საქართველოს კრიტერიუმში "ვაჭრობა საზღვრების გარეშე" აქვს, რომლის მიხედვითაც ქვეყანა 62-ე ადგილზეა.

ჩვენ გირჩევთ

აგვისტოში ტურისტების რაოდენობა 14 პროცენტით გაიზარდა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7 პროცენტზე დატოვა

აგვისტოში ტურისტების რაოდენობა 14 პროცენტით გაიზარდა

აგვისტოში ტურისტების რაოდენობა 14 პროცენტით გაიზარდა

წინა სტატია

UNWTO: Hızlı büyüyen turistik destinasyonlar arasında, Gürcistan dördüncü sırada yer alıyor
08 სექტემბერი, 2018

შემდეგი სტატია

Ranked:12 Best Economies to Start a Business 2018
10 სექტემბერი, 2018
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი
რეიტინგი | სექ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა