Forbes Georgia: 30 Under 30 - სპორტი

Forbes Georgia: 30 Under 30 - სპორტი

Forbes Georgia პროექტს 30 Under 30-ს იწყებს. ჩვენ შევადგინეთ ქართველი ოცდაათწლამდელი წარმატებული ახალგაზრდების ასეული, ვის შერჩევაშიც სხვადასხვა სფეროს ექსპერტები დაგვეხმარნენ.

პროექტი მიზნად ისახავს იმ ადამიანების სიის შედგენას, რომლებმაც წარმატებას 30–წლამდელ ასაკში უკვე მიაღწიეს. ამ სიაში მოხვედრილი ახალგაზრდები სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, თუმცა მათ გარკვეული თვისებები აერთიანებთ – ისინი არიან გაბედულები, ენერგიულები, შემოაქვთ სიახლე და აქვთ თავიანთი ხედვა.

წარმოგიდგენთ რჩეულ სპორტსმენებს:

ნიკოლოზ ბასილაშვილი, 26

ჩოგბურთელი.

გოგა ბითაძე, 19

კალათბურთელი.

სოსო მათიაშვილი, 25

რაგბისტი.

ზაზა ნადირაძე, 24

კანოისტი.

გენო პეტრიაშვილი, 24

მოჭიდავე.

ლაშა ტალახაძე, 24

ძალოსანი.

სალომე ფაჟავა, 20

მხატვრული ტანმოვარჯიშე.

ვაკო ყაზაიშვილი, 25

ფეხბურთელი.

ლაშა შავდათუაშვილი, 26

ძიუდოისტი.

თორნიკე შენგელია, 26

კალათბურთელი.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, 25

მოჭიდავე.

———-
სპორტის ჟიური:

ზაზა აბაშიძე – ტელეკომპანია “პირველის: ჟურნალისტი.

გოგი ქავთარაძე – “ფორბსის” ვებგვერდის დირექტორი.

სანდრო ცნობილაძე – სპორტული კომენტატორი.

———-
ფოკუსში:
 სალომე ფაჟავა, 20. მხატვრული ტანმოვარჯიშე
.

მხატვრული ტანვარჯიშის გახსენებისას თვალწინ ფერადი ლენტების ფრიალი და ტანმოვარჯიშისა და ბურთების ცეკვა წარმოგვიდგება – ჰარმონია, რომელიც ულამაზეს სანახაობას ქმნის. სპორტის სწორედ ამ სახეობის გამორჩეული წარმომადგენელია სალომე ფაჟავა, რომელმაც შეძლო და დაამტკიცა, რომ საქართველოს ტანმოვარჯიშეთა სკოლა ერთ- ერთი უძლიერესია მსოფლიოში. მას მრავალ საერთაშორისო შეჯიბრებაში აქვს მონაწილეობა მიღებული და არაერთხელ მოუპოვებია დამსახურებული ადგილი საუკეთესოთა ათეულში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *