მსოფლიოს ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ქართული ღვინო იყიდება

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 52 ქვეყანაში ექსპორტირებულია 52,7 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 16%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 125,5 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25% შეადგინა.

ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია - 79% (170700 ბოთლი), პოლონეთი - 31% (2121474), დიდი ბრიტანეთი - 17% (52732), აშშ - 2% (291640), ასევე ევროპის მიმართულებით: რუმინეთი - 390% (84 654), ჩეხეთი - 65% (30456), გერმანია - 32% (339 370), ნიდერლანდები - 25% (42735), ლიეტუვა - 12% (280 338), ლატვია - 12% (1077696), ესტონეთი - 2% (336302) და ტრადიციულ ბაზრებზე: ყირგიზეთი - 81% (140370), უკრაინა - 40% (6070218), ყაზახეთი - 36% (2313378), რუსეთი - 17% (33270854), ბელარუსი 12% (1012062) და სხვა.                  

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (33270854), უკრაინა (6070218),  ჩინეთი  (4113328), ყაზახეთი  (2313378) და პოლონეთი (2121474).  

ამასთან, იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 21 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 19%-ით აღემატება გასული წლის 8 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 23,9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია - ზრდამ 9% შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 238,9 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 80%. სულ ექსპორტირებულია 692,4 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 88%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 198,2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 19%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ახალი საბაჟო კოდექსი ექნება

საქართველო ბიზნესის დასაწყებად 12 საუკეთესო ქვეყანას შორის სახელდება

საქართველოს ახალი საბაჟო კოდექსი ექნება

საქართველოს ახალი საბაჟო კოდექსი ექნება

წინა სტატია

ქართული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდები Clearstream Banking-ის სისტემაში
10 სექტემბერი, 2018

შემდეგი სტატია

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიები - TOP 10
10 სექტემბერი, 2018
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | აპრ, 15, 2019
ქართული ბიზნესი ნოტრ-დამის აღდგენაში გეგმავს მონაწილეობას
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 16, 2019
კრედო ბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა