საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიები - TOP 10

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის II კვარტალში 389.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებს 9.4 პროცენტით აღემატება.

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანია, რომელსაც მთლიანი მოცულობის 20.7% უკავია, მეორე ადგილზე ჩეხეთია 20%-ით, ხოლო სამეულს კი ნიდერლანდები ასრულებს 16.8%-ით.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 108.8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 28.0 პროცენტია.

  • საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეული კი შემდეგია: 
  • აიდიეს ბორჯომი საქართველო -  მინერალური წყლებისა და სხვა უალკოჰოლო სასმელების წარმოება.
  • შპს მაგთიკომი -  მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი
  • ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ის ფილიალი საქართველოში - ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლობა
  • სს ენერგო-პრო ჯორჯია - ელექტროენერგიის წარმოება, განაწილება.
  • სს ბიჯეო ჯგუფი - საინვესტიციო ჯგუფი, ახლანდელი Bank of Georgia და Georgian Capital
  • BP ჯგუფი - ენერგოტრანსპორტირება და საწვავის მიწოდება.
  • სს RMG Copper - ენერგეტიკა, ენერგორესურსები და სასარგებლო წიაღისეული
  • შპს აჭარისწყალი ჯორჯია - ენერგეტიკა, ენერგორესურსები და სასარგებლო წიაღისეული ფინანსები
  • ერთობლივი საწარმო აზფენ-ის საქართველოს ფილიალი - აზერბაიჯანული კომპანია საქართველოში საქმიანობა: მშენებლობა 
  • შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი - თანაინვესტირების ფონდის ტურიზმის ფონდი. 

სტატისტიკის სამსახურის მიერ მოწოდებული კომპანიების სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით. ასევე, სტატისტიკის სამსახური არ გასცემს ინფორმაციას თუ კონკრეტულად რა მოცულობის ინვესტიცია განახორციელეს აღნიშნულმა კომპანიებმა საანგარიშო პერიოდში.

ჩვენ გირჩევთ

მეორე კვარტალში უცხოური ინვესტიციები 9.4 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს ახალი საბაჟო კოდექსი ექნება

მეორე კვარტალში უცხოური ინვესტიციები 9.4 პროცენტით გაიზარდა

მეორე კვარტალში უცხოური ინვესტიციები 9.4 პროცენტით გაიზარდა

წინა სტატია

მსოფლიოს ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ქართული ღვინო იყიდება
10 სექტემბერი, 2018

შემდეგი სტატია

Gürcistan, iş kurmak için en iyi 12 ülke arasında yer almaktadır
10 სექტემბერი, 2018
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა