პაშა ბანკი – ქართული პანორამის სპონსორი, თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალზე

პაშა ბანკი – ქართული პანორამის სპონსორი, თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალზე

პაშა ბანკი, რომელიც წარმოადგენს სრული კორპორატიული მომსახურების ბანკს, მხარს უჭერს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებას საქართველოში – თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალს. აღნიშნული ფესტივალი საზეიმო განწყობას შეუქმნის  კინოფილმების მოყვარულებს, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ ნახონ  წლის  ყველაზე მნიშვნელოვანი და  სადისკუსიო ფილმები, რომლებიც ნაჩვენები იქნება  1-დან 7 დეკემბრამდე.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ჟანრისა და ფორმატის 120–ზე მეტი ფილმი, რომელიც დაიყოფა  შემდეგ სექციებად:  საერთაშორისო კონკურსი, ქართული პანორამა, ევროპული კინოს ფორუმი, ფილმები საზღვრებს გარეთ,  შექმნილია გერმანიაში, ქვეყანა ობიექტივში – ბენელუქსის ქვეყნები,  მსოფლიო  დოკუმენტურ ფილმებში, რეჟისორი ობიექტივში, მწვანე ფერი და სხვა.    

პრიზები განაწილდება ორი კატეგორიის მიხედვით – საერთაშორისო კონკურსი და ქართული პანორამა. პირველი კატეგორიის გამარჯვებულები პრიზის სახით მიიღებენ პრომეთეს ქანდაკებას, ხოლო მეორე კატეგორიის გამარჯვებულები –ადგილობრივი ფილმის რეჟისორები – პრიზის სახით მიიღებენ უცხოურ ფესტივალებზე თავიანთი ფილმების  წარდგენისთვის საჭირო დაფინანსებას. პაშა ბანკს აქვს სპეციალური საჩუქარი გამარჯვებულებისთვის –  გამგზავრება ბერლინის საერთაშორისო კინო-ფესტივალზე.

ადგილობრივი და საერთაშორისო კინოს პროფესიონალების ჩართულობის სტიმულირებისთვის ფესტივალი ასევე უზრუნველყოფს სემინარებს, ლექციებს, კითხვა-პასუხის სეანსებსა და დისკუსიებს.  სემინარის მონაწილეები გაეცნობიან  კინო ინდუსტრიის ყველა სფეროს, მათ შორის სასცენარო საქმიანობას, კინომუსიკას და ფილმის შერჩევას.

პაშა ბანკი წარმოადგენს ქართულ პანორამას, ტრადიციულ სექციას, რომელიც  წარმოაჩენს წლის ყველაზე საინტერესო ქართულ ფილმებს.   ამ პროგრამის მიზანია დაეხმაროს ქართული კინემატოგრაფისტებს, გააცნონ თავიანთი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას.

ქართული პანორამა ჩატარდება სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსის ფარგლებში. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს შვიდი ქართული ფილმი.  ამ სექციას დაემატება ახალი ნომინაციები.  საუკეთესო ფილმთან და საუკეთესო რეჟისორთან ერთად, პრომეთეს პრიზი გადაეცემა საუკეთესო ქალ და მამაკაც შემსრულებლებს.

გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება ქართველი რეჟისორების ბოლოდროინდელი დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

27 ნოემბერს, ფესტივალის პრეს-კონფერენციას უმასპინძლა პაშა ბანკმა საკუთარ სათავო ოფისში. სტუმრებს შორის  ბრიტანეთის საბჭოს, საფრანგეთის ინსტიტუტის, გოეთეს ინსტიტუტის, თურქული კულტურული ცენტრის, თურქეთის, შვედეთის და პოლონეთის  საელჩოების წარმომადგენლები. პატივცემულმა სტუმრებმა  ყურადღება  გაამახვილეს იმ  მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს თბილისის საერთაშორისო ფესტივალს ზოგადად მთელ კინოინდუსტრიაში.

„წელს პაშა ბანკი  პირველად ასპონსორებს თბილისის საერთაშორისო ფესტივალს”, განაცხადა  პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა გოგა ჯაფარიძემ. ”ჩვენ მოხარულები ვართ, ვითანამშრომლოთ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალთან ქართული კინო ინდუსტრიის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობის მიმართულებით. ამავდროულად ფესტივალის ფარგლებში ადგილობრივ მაყურებელს ეძლევა საშუალება გაეცნოს არაკომერციულ უცხოურ ფილმებს. მოხარულები ვართ, რომ ქართული პანორამის სპონსორობით ხელს ვუწყობთ ფესტივალს მისი მიზნების განხორციელებაში.”- თქვა გოგა ჯაფარიძემ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *