ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი საწვავი შემოდის

აგვისტოში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 107,5 ათასი ტონა, რაც 1,5 ათასი ტონით ნაკლებია ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით და 6,5 ათასი ტონით მეტია გასული წლის აგვისტოს თვის მაჩვენებელთან შედარებით. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, სულ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 733,2 ათასი ტონა, რაც 56,1 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ქვეყნების მიხედვით 2018 წლის აგვისტოს თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 31,4  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 24,4 ათასი ტონა (22,7%), თურქმენეთი - 17,1 ათასი ტონა (15,9%); ბულგარეთი - 14,0 ათასი ტონა (13,0 %); აზერბაიჯანი - 13,7 ათასი ტონა (12,8%), საბერძნეთი - 6,8 ათასი ტონა (6,3%); 

ქვეყნების მიხედვით 2018 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 191,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 26,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 187,0 ათასი ტონა (25,5%); თურქმენეთი - 122,9 ათასი ტონა (16,8%); აზერბაიჯანი - 106,8 ათასი ტონა (14,6%), ბულგარეთი - 80,3 ათასი ტონა (10,9%); საბერძნეთი - 44,6 ათასი ტონა (6,1%).

ჩვენ გირჩევთ

მსოფლიოს ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ქართული ღვინო იყიდება

ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული რეგიონები საქართველოში

მსოფლიოს ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ქართული ღვინო იყიდება

მსოფლიოს ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ქართული ღვინო იყიდება

წინა სტატია

TBC Bank Group PLC announces Board changes
11 სექტემბერი, 2018

შემდეგი სტატია

ყაზტრანსგაზ-თბილისის 100%-იანი წილის მფლობელი, შესაძლოა, Waltbay LTD გახდეს
11 სექტემბერი, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა