ყაზტრანსგაზ-თბილისის 100%-იანი წილის მფლობელი, შესაძლოა, Waltbay LTD გახდეს

ყაზტრანსგაზ-თბილისის 100%-იანი წილის შესყიდვით მარშალის კუნძულების რესპუბლიკაში რეგისტრირებული კომპანია Waltbay LTD-ია დაინტერესებული. მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერი აწერს, აღნიშნულია, რომ ყაზტრანსგაზისგან ყაზტრანსგაზ-თბილისის წილის გამოსყიდვა შემდეგი პირობებით მოხდება:  

შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი გათავისუფლდება დავალიანების გადახდის ვალდებულებისგან.  

ამასთან, კომპანია გათავისუფლდება ყაზტრანსგაზისა და Intergas Finance BV-ის დავალიანებისგანაც. კომპანიის საგადასახადო რისკების დაზღვევას კი უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.  

მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს უკვე დაავალა დაასრულოს სს ყაზტრანსგაზთან საარბიტრაჟო დავის მორიგების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებები.  

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყაზტრანსგაზ-თბილისის შეძენით დაინტერესებული საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იყო. მაშინ GIG-ში ამბობდნენ, რომ კომპანიის შეძენაზე პრინციპული თანხმობა მიღებული იყო. ყაზახური Forbes-ის ცნობით, გარიგების ღირებულება 40 მლნ დოლარი უნდა ყოფილიყო.  

შეგახსენებთ, რომ 2006 წელს “ყაზტრანსგაზმა" თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია "თბილგაზი" 12 მილიონ 500 ათას დოლარად შეიძინა.  

2009 წლის მდგომარეობით კი “ყაზტრანსგაზ-თბილისს" 80 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა, აქედან 68 მილიონი – საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ. კომპანიის მიერ დაგროვილი ვალების ამოღების მიზნით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2009 წელს "ყაზტრანსგაზ-თბილისში" სპეციალური მმართველი დანიშნა.  

"ყაზტრანსგაზს" ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილი აქვს. "ყაზტრანსგაზი" მთავრობისგან 180 მილიონი დოლარის მიღებას ითხოვს.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიები - TOP 10

TBC-ის ახალი დირექტორები ჰყავს

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიები - TOP 10

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიები - TOP 10

წინა სტატია

ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი საწვავი შემოდის
11 სექტემბერი, 2018

შემდეგი სტატია

რა თანხას ხარჯავენ სხვადასხვა ქვეყნის ტურისტები საქართველოში
11 სექტემბერი, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა