რა თანხას ხარჯავენ სხვადასხვა ქვეყნის ტურისტები საქართველოში

რა თანხას ხარჯავენ სხვადასხვა ქვეყნის ტურისტები საქართველოში

2018 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული დანახარჯების ჯამურმა მაჩვენებელმა 1.9 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო ერთი ვიზიტისას გაწეულმა საშუალო დანახარჯმა 1,144 ლარი შეადგინა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, დანახარჯების ყველაზე დიდი წილი საკვებსა და სასმელზე (მთლიანი ხარჯები 27%) და განთავსების საშუალებებზე (22.1%) დაფიქსირდა. ასევე მნიშვნელოვანი წილით იყო წარმოდგენილი რეკრეაციულ და კულტურულ აქტივობებზე დანახარჯები (18.4%), ხოლო შოპინგზე ვიზიტორებმა მთლიანი დანახარჯების მხოლოდ 15.5% გასწიეს. 

მეზობელი ქვეყნებიდან რუსეთის რეზიდენტები ვიზიტზე ყველაზე მაღალი საშუალო დანახარჯით (1,253 ლარი) გამოირჩეოდნენ, მას მოსდევს თურქეთი 865 ლარი, სომხეთი-578 ლარი და აზერბაიჯანი – 349 ლარი.  

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რეზიდენტები საქართველოში საშუალოდ 2049 ლარს ხარჯავენ, დანარჩენი ევროპის წარმომადგენლები 2726 ლარს, ხოლო სხვა ქვეყნების წარმომადგენლები – 2653 ლარს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *