საქართველოს სახელმწიფო ვალი 17 მილიარდი ლარია

მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 756 მლნ ლარით გაიზარდა. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი იგივე დარჩა, მაგრამ აგვისტოში ლარის კურსის გაუფასურების გამო, ლარში გამოსახული საგარეო ვალი 686 მლნ ლარით გაიზარდა. აგვისტოში საშინაო სახელმწიფო ვალი 70 მლნ ლარით გაიზარდა.

2017 წლის 31 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო ვალი 15.5 მილიარდი ლარი იყო, 2018 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით კი 1.5 მილიარდი ლარით მეტი, 17 მილიარდი ლარია. აქედან, საგარეო სახელმწიფო ვალი 13.3 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 3.7 მილიარდი ლარია.

საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 71% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი - 4.8 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი - 720 მლნ ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის იაპონია 545 მლნ ლარით.

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 42.5%-ია. 2017 წლის ბოლოს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 44.7%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6% იყო.

გრაფიკი: საქართველოს სახელმწიფო ვალი

ჩვენ გირჩევთ

ქართული ჯანმრთელობა ფრანგული სახელით

ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული რეგიონები საქართველოში

ქართული ჯანმრთელობა ფრანგული სახელით

ქართული ჯანმრთელობა ფრანგული სახელით

წინა სტატია

The amount of money tourists from different countries are spending in Georgia
11 სექტემბერი, 2018

შემდეგი სტატია

The most popular cities for tourists in Georgia
11 სექტემბერი, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა