ქართველი მინისტრების ავტოპარკი

მინისტრთა კაბინეტის წევრების უმეტესობას ქონებრივ დეკლარაციებში ავტომობილები არ უფიქსირდებათ. პირად ავტომობილს არ ფლობს არც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. 

სახელისუფლებლო წრეების წარმომადგენლებიდან კი ერთ-ერთი გამორჩეული ავტოპარკი დედაქალაქის მერს კახა კალაძეს ჰყავს. კახა კალაძე ფლობს 3 მოტოციკლს, სამივე HARLEY DAVIDSON-ის მარკის, რომლებშიც მერმა ჯამში 73 000 ევრო გადაიხადა. გარდა ამისა, კალაძის მფლობელობაშია 6 ავტომობილი:  BENTLEY CONTINENTAL - 2013 წელს კახა კალაძემ ავტომობილი 135000 დოლარად შეიძინა; FERRARI GTO - 2010 წელს კალაძემ ავტომობილი 360 000 ევროდ შეიძინა; FIAT 500 BI POSTO 2016 წელს კახა კალაძემ 50000 ევროდ შეიძინა; MERCEDES BENZ AMG GTS - 2015-ში 145000 ევროდ შეიძინა; MINI COUPER CLUBMAN - 2017 წელს ავტომობილი კალაძემ  40000 ევროდ შეიძინა;  MERCEDES BENZ VIANO კი 2017 წელს  40000 დოლარად. 

რაც შეეხება მინისტრებს, მათი ავტოპარკი შემდეგნაირად გამოიყურება: 

გიორგი გახარია - ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი 

გიორგი გახარიას საკუთარი ავტომობილი არ ჰყავს, თუმცა მისი მეუღლის მფლობელობაშია ტოიოტა RAV4, რომელშიც 2016 წელს $22 000 გადაიხადეს. 

მაია ცქიტიშვილი - ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი 

მაია ცქიტიშვილს ქონებრივ დეკლარაციაში მხოლოდ ერთი ავტომობილი უფიქსირდება -  Mitsubishi Pajero, 2009, DKH 100, რომელიც მას 2014 წელს აჩუქეს. 

გიორგი ქობულია - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 

გიორგი ქობულიას სახელზე სამი ავტომობილია: პორშე პანამერა ჯტს - ამ ავტომობილში მინისტრმა 2012 წელს 123 453 ევრო გადაიხადა; ტოიოტა ლენდკრუიზერი 200 ქობულიამ 2008 წელს  83 000 ლარად იყიდა; მერსედესი E კუპე  კი  2014 წელს ქობულიამ  2 140 148 რუბლად შეიძინა. 

დავით ზალკალიანი - საგარეო საქმეთა მინისტრი 

დავით ზალკალიანს პირადი ავტომობილი არ ჰყავს, მისი მეუღლის სახელზე კი აუდი A6 ფიქსირდება. 

ივანე მაჭავარიანი - ფინანსთა მინისტრი 

ივანე მაჭავარიანს პირადი ავტომობილი არ ჰყავს, თუმცა მის მეუღლეს ჰყავს ტოიოტა RAV4, რომელშიც 2008 წელს გადაიხადეს 24000 დოლარი. 

მიხეილ ბატიაშვილი - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი 

მიხეილ ბატიაშვილმა 2018 წელს 83 000 ლარად შეიძინა LAND ROVER RANGE ROVER VELAR. 

დავით სერგეენკო - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი 

დავით სერგეენკომ 2015 წელს $39 200-ად შეიძინა Toyota Prado AF311FA. 

ლევან დავითაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი 

ლევან დავითაშვილს პირადი ავტომობილი არ ჰყავს, თუმცა, მის მეუღლეს ჰყავს Mercedes-Benz, რომელშიც 2016 წელს გადაიხადეს 19 000 დოლარი. 

ლევან იზორია - თავდაცვის მინისტრი 

თავდაცვის მინისტრის ქონებრივ დეკლარაციაში ავტომობილი არ ფიქსირდება. 

თეა წულუკიანი - იუსტიციის მინისტრი

წულუკიანს პირადი ავტომობილი არ ჰყავს, მისი მეუღლის სახელზეა AUDI Q7 2006. 

ქეთევან ციხელაშვილი - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი 

ციხელაშვილის სახელზეა Hyundai Tucson, 2008, რომელიც 2008 წელს 21 500 დოლარად შეიძინა.

ჩვენ გირჩევთ

საფინანსო საქმიანობა და მშენებლობა ყველაზე მაღალანაზღაურებადია

წლის ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები საქართველოში

საფინანსო საქმიანობა და მშენებლობა ყველაზე მაღალანაზღაურებადია

საფინანსო საქმიანობა და მშენებლობა ყველაზე მაღალანაზღაურებადია

 

წინა სტატია

Forbes Georgia: 30 Under 30 - სტილი
14 სექტემბერი, 2018

შემდეგი სტატია

Автопарк грузинских министров
14 სექტემბერი, 2018
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა