აგვისტოში ფულადი გზავნილები 11.4 პროცენტით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2018 წლის აგვისტოში 2017 წლის აგვისტოსთან შედარებით 11.4%-ით (14 მლნ დოლარით) გაიზარდა. აგვისტოში სულ 136 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც აგვისტოს თვის რეკორდული მაჩვენებელია. არასდროს აგვისტოში საქართველოში 136 მლნ დოლარი და მეტი თანხა არ გადმორიცხულა.

აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 19 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 0.5 მლნ დოლარით ნაკლებია 2017 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე.

იანვარ-აგვისტოში, ჯამში, 1 024 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2017 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელზე 17.5%-ით (152 მლნ დოლარით) მეტია.

აგვისტოში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, საბერძნეთიდან, ისრაელიდან და აშშ-დან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.

ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი

 

                                                          slide5

წყარო: ეროვნული ბანკი

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს სახელმწიფო ვალი 17 მილიარდი ლარია

აგვისტოში საქართველოს ექსპორტი 16.6 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სახელმწიფო ვალი 17 მილიარდი ლარია

საქართველოს სახელმწიფო ვალი 17 მილიარდი ლარია

წინა სტატია

ყველაზე საღი შეშლილი
17 სექტემბერი, 2018

შემდეგი სტატია

The Number of Internet Users is growing in Georgia
17 სექტემბერი, 2018
ივლისში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტი შემოვიდა
საქართველო | აგვ, 05, 2019
"ფინკა ბანკის" ახალი ბიზნესმოდელი
ინტერვიუ | ივლ, 31, 2019
მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების ათეული
რეიტინგი | აგვ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა