წარბების დედოფალი

ანასტასია სოარმა მაკიაჟისა და თავის მოვლის მეგაბიზნესი შექმნა: მან ქალები დაარწმუნა, რომ შესაძლებელია, საკუთარი წარბები ხელოვნების ნიმუშად აქციო. 

როცა ანასტასია სოარი1989 წელს, ქალიშვილთან ერთად, რუმინეთიდან ლოს-ანჯელესში ემიგრირდა, ინგლისურად წესიერად ვერც ლაპარაკობდა. თუმცა ჰქონდა დიპლომი ხელოვნებაში... და მარკეტინგის ალღო.

სალონში დაიწყო მუშაობა, სადაც სპეციალიზება ერთი მიმართულებით გადაწყვიტა. წარბები გვაქვს მხედველობაში. კლიენტებს უთხრა, რომ მათი ფორმაშეცვლელი წარბები ოქროს კვეთის პროპორციებს იმეორებდა – მათემატიკური ფორმულისა, რომელიც, იდეაში, მომხიბლავ სიმეტრიულ ფორმებს ქმნის. კონცეფცია სათავეს ძველ საბერძნეთში იღებს და უხვად გვხვდება რენესანსის მხატვრობაში, თანამედროვე არქტიტექტურაში... და არამარტო.

1997 წლისთვის სოარს საკმარისი დანაზოგი ჰქონდა, საკუთარი სალონი რომ გაეხსნა ბევერლი-ჰილზში, ხოლო 2000-ში მან Anastasia Beverly Hills-ის ბრენდის ქვეშ წარბების ნელსაცხებლების გაყიდვა დაიწყო. თუმცა გაყიდვებმა მნიშვნელოვანი ტემპი მხოლოდ Instagram-ის ეპოქაში აკრიფა, როცა მისმა ქალიშვილმა სოარი ლამის აიძულა, სოციალური მედია გამოეყენებინა. მას მერე დედა-შვილი სოარის პროდუქტების გულშემატკივარ პოპულარულ ხალხთან – მათ რიცხვში, კიმ კარდაშიანთან – თანამშრომლობს.

ამ მიდგომამ იმუშავა. Anastasia Beverly Hills-ის Instagram-ს დღეს თითქმის 17 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, სოარის ხაზი კი მთელ მსოფლიოში 1,500-ზე მეტ მაღაზიაში იყიდება. Anastasia Beverly Hills-ის წლიური შემოსავალი დაახლოებით $340 მილიონს შეადგენს, ხოლო 60 წლის სოარი, როგორც თავად განაცხადა საჯაროდ 2016-ში, ერთადერთი მფლობელია. ეს 100%-იანი წილი, თავის მხრივ, სულ ცოტა, $1.5 მილიარდად არის შეფასებული.

წინა სტატია

პირველი სასტუმროები ტფილისში
18 სექტემბერი, 2018

შემდეგი სტატია

საქართველოს ეკონომიკის რომელი სექტორები იზრდება ყველაზე სწრაფად?
18 სექტემბერი, 2018
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
საქართველოს ბანკი QR გადახდებს ნერგავს
საქართველო | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა