საქართველოს ეკონომიკის რომელი სექტორები იზრდება ყველაზე სწრაფად?

2018 წლის პირველ ნახევარში, 2017 წლის პირველ ნახევართან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი - მშპ) 5.4%-ით გაიზარდა. ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საფინანსო საქმიანობაში (16.2%) და კომუნალური და პერსონალური მომსახურების გაწევაში (15.7%) დაფიქსირდა. მესამე ადგილზე უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორია 13.6%-ით.

წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის ორ სექტორში დაფიქსირდა კლება, ესენია: მშენებლობა (-0.3%) და სოფლის მეურნეობა (-2.9%).

ცხრილი - საქართველოს ეკონომიკის ზრდა სექტორების მიხედვით, 2018 წლის პირველი ნახევარი:

ეკონომიკის სექტორები

ზრდის ტემპი

საფინანსო საქმიანობა

16.2%

კომუნალური და პერსონალური მომსახურების გაწევა

15.7%

ოპერაციები უძრავი ქონებით

13.6%

სამთომოპოვებითი მრეწველობა

9.7%

ვაჭრობა და ავტომობილების რემონტი

7.9%

დამამუშავებელი მრეწველობა

7.6%

სასტუმროები და რესტორნები

7.5%

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება/განაწილება

6.0%

განათლება

5.0%

ტრანსპორტი

4.2%

ჯანმრთელობის დაცვა

2.7%

სახელმწიფო მმართველობა

2.5%

კავშირგაბმულობა

1.6%

პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობების მიერ

1.3%

მშენებლობა

-0.3%

სოფლის მეურნეობა

-2.9%

წყარო: საქსტატი

ჩვენ გირჩევთ

რა მიზნით იყენებენ ინტერნეტს საქართველოში

აგვისტოში ფულადი გზავნილები 11.4 პროცენტით გაიზარდა

რა მიზნით იყენებენ ინტერნეტს საქართველოში

რა მიზნით იყენებენ ინტერნეტს საქართველოში

 

წინა სტატია

წარბების დედოფალი
18 სექტემბერი, 2018

შემდეგი სტატია

ბიზნესის განწყობის ინდექსი შემცირდა
18 სექტემბერი, 2018
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართლის ქარის ელექტროსადგური იყიდება – საწყისი ფასი $14.2 მილიონია
ახალი ამბები ქართულად | სექ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა