მურთაზ კიკორია ეროვნულ ბანკს ტოვებს

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან მიდის. კიკორიამ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სახელზე განცხადება უკვე დაწერა და ის საკანონმდებლო ორგანოშია შეტანილი. განცხადებაში მითითებულია, რომ კიკორია თანამდებობას 30 ნოემბრიდან დატოვებს.

ეროვნული ბანკის შესახებ კანონის თანახმად, მურთაზ კიკორიას მომდევნო 6 თვის განმავლობაში საფინანსო სექტორში საქმიანობა ეკრძალება. სად გააგრძელებს ის მუშაობას, ჯერჯერობით უცნობია.

მურთაზ კიკორია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი 2016 წლის დეკემბერში გახდა.

2008-2009 წლებში კიკორია "საქართველოს ბანკის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 2011-2012 წლებში კი, ამავე ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას. 2012-2014 წლებში "ალდაგი - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი იყო, 2014-2015 წლებში "საქართველოს ბანკის" ფინანსური დირექტორის, 2015-2016 წლებში კი, "საქართველოს ბანკის" აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დაიკავა.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ეკონომიკის რომელი სექტორები იზრდება ყველაზე სწრაფად?

ბიზნესის განწყობის ინდექსი შემცირდა

საქართველოს ეკონომიკის რომელი სექტორები იზრდება ყველაზე სწრაფად?

საქართველოს ეკონომიკის რომელი სექტორები იზრდება ყველაზე სწრაფად?

წინა სტატია

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები დაიწყო
19 სექტემბერი, 2018

შემდეგი სტატია

Murtaz Kikoria Merkezi Banka’dan ayırılıyor
19 სექტემბერი, 2018
“რედბერიმ” “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველო | მაი, 08, 2019
სახელმწიფო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | მაი, 21, 2019
თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით ₾30 მილიონის ობლიგაციების ემისია განახორციელა
საქართველო | მაი, 08, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა