ირაკლი გილაურმა GHG-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებებია. კერძოდ, საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა ირაკლი გილაურმა, თუმცა ის საბჭოში რჩება, როგორც არააღმასრულებელი დირექტორი. სამეთვალყურეო საბჭოს ახალი ხელმძღვანელი ბილ ჰუეეტია, რომელიც აქამდე დამოუკიდებელი არააღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 

ამასთან, საბჭოს ახალი წევრიც შეემატა - ფაბიან ბლანკი კომპანიის დამოუკიდებელი არააღმასრულებელი დირექტორი გახდა. 

"მსურს საბჭოს ყველა წევრს მადლობა გადავუხადო მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის კომპანიაში. მჯერა, რომ ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს საბჭოს დამოუკიდებლობას", - განაცხადა ირაკლი გილაურმა. 

GHG-ს აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული და ის საქართველოში უმსხვილესი ჯგუფია, რომელიც სამედიცინო, სადაზღვევო და ფარმა ბიზნესს აერთიანებს. 

ამჯერად, საქართველოს კაპიტალი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში 57%-ს ფლობს. BGEO ჯგუფის გაყოფის პერიოდში, დაგეგმილი იყო, რომ ჯგუფის საინვესტიციო ბიზნეს ჰოლდინგური კომპანია „საქართველოს კაპიტალი“ 2018 წლის ბოლომდე საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში წილს 50%-მდე შეამცირებდა, თუმცა ამ ეტაზე ეს გეგმა გადავადდა. 

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა წლის პირველ ნახევარში 419.5 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 13.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.  შემოსავლების 60% ჯგუფმა ფარმა ბიზნესიდან მიიღო, ხოლო 34% ჯანდაცვის სერვისებისგან, დარჩენილი 6% კი სადაზღვევო ბიზნესზე მოდის.  გაიზარდა ჯგუფის მოგებაც და მან წლის პირველ ნახევარში 28.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 17.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ჩვენ გირჩევთ

აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 1.7 პროცენტით გაძვირდა

ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი შეისყიდა

აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 1.7 პროცენტით გაძვირდა

აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 1.7 პროცენტით გაძვირდა

წინა სტატია

GHG announces new independent Chairman and other changes to its Board of Directors
21 სექტემბერი, 2018

შემდეგი სტატია

Lagarde: Gürcistan ekonomisinde gelişmelerin olduğu açık bir şekilde görünmektedir
21 სექტემბერი, 2018
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა