როგორ უნდა მოემზადონ გამომცემლები ციფრული მედიაევოლუციისთვის

2012 წლის მოახლოებასთან ერთად, მედიაინდუსტრიაში პუბლიკაციის ტრადიციული მოდელი ისე სწრაფად იცვლება, რომ ადამიანთა უმეტესობა ამის გააზრებასაც კი ვერ ასწრებს. უკვე ვითარდება მომხმარებლის ინტერესებს მისადაგებული კონტენტი და ამ სწრაფად ცვლად გარემოში გამომცემლებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ პუბლიკაციის შემდეგი თაობის პარადიგმის ძირითადი პრინციპებით, რომლებიც შეცვლის კონტენტის შექმნის, გავრცელებისა და მოხმარების მეთოდებს.

ისევე როგორც ყველა მნიშვნელოვან სფეროში მიმდინარე გარდამტეხი მოვლენებისას ხდება, გამომცემლებმაც პირველ რიგში ყურადღება უნდა გაამახვილონ მომხმარებლის ძირითად სურვილებზე, როგორც ასეთი ცვლილებების მამოძრავებელ ძალაზე. გამომცემლებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რომ ციფრულ ეპოქაში მომხმარებლები ეძებენ სპეციფიკურ ელემენტებს, რომლებიც დაეხმარება მათ კონტენტის კუთხით ზოგადი გამოცდილების გაღრმავებაში; მათ შორის:

დაუყოვნებლივ დაკმაყოფილება - მკითხველს ინფორმაციის მიღება „ახლავე" სურს. მას ის სჭირდება რეალურ დროში, ყველგან, სადაც უნდა იმყოფებოდეს. ადამიანები სულ უფრო მეტად ხდებიან ინფორმაციაზე დამოკიდებულნი და ამიტომ აუცილებელია რაც შეიძლება მეტი კონტენტი მათთვის საინტერესო თემების შესახებ.

დეტალური გაშუქება - მომხმარებელი ითხოვს რაც შეიძლება დეტალურ ინფორმაციას. მას სჭირდება არა უბრალოდ ზედაპირული მიმოხილვა ან რეზიუმე, არამედ ანალიზისა და მოსაზრებების წვდომის შესაძლებლობა მრავალ თემასთან და სიუჟეტურ ხაზთან დაკავშირებით. არსებობს ასობით ათასი თემა, რომელთა შესახებაც მომხმარებელს სურს მიიღოს დეტალური ინფორმაცია და ის უნდა სცილდებოდესსათაურებისა და ციტატების ფარგლებს.

ყოველმხრივი გამოცდილება - ციფრული კონტენტის მუდმივად მზარდ სამყაროში მომხმარებელი ეძებს ერთ უნივერსალურ წყაროს, საიდანაც შეძლებს მისთვის საინტერესო ინფორმაციის სრულად მიღებას. ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილება არც ერთ საინფორმაციო წყაროს არ ძალუძს. დღევანდელი მომხმარებელი უფრო ხშირად ანიჭებს უპირატესობას ისეთ გამომცემლებს, რომლებსაც ღრმა, ანალიტიკური კონტენტსაც ქმნიან და იმავდოულად მთელ ქსელში არსებულ სხვა მნიშვნელოვან მასალაზეც მიუთითებენ.

თანამონაწილეობა - მომხმარებელი თავს კარგად გრძნობს ისეთი ავტორიტეტული ხმებით აღსავსე სამყაროში, სადაც შესაძლებლობა ეძლევა, სხვებსაც გააგონოს თავისი ხმა. ბლოგის ფენომენი 2000-იანი წლების დასაწყისში აღმოცენდა და გამომცემლების ვებგვერდებზე გაკეთებული კომენტარები ჯერ მხოლოდ დასაწყისი იყო. თვითპუბლიკაციის ეს ადრეული მოდელები ჩაანაცვლა „შემდეგი თაობის" ნამდვილმა საგამომცემლო პლატფორმებმა, რომლებიც კომპეტენტურ ავტორებს საშუალებას აძლევს გაავრცელონ საკუთარი მოსაზრებები მათთვის განსაკუთრებით საინტერესო საკითხების შესახებ.

მაშ, როგორღა უნდა განვითარდეს გამომცემელი იმ პირობებში, როდესაც ტექნოლოგიები (სმარტფონებით დაწყებული, ინტერნეტში გამოქვეყნების ინსტრუმენტებით დამთავრებული) აუდიტორიას შესაძლებელობას აძლევს თავად შეასრულოს მთავარი როლი ციფრული პუბლიკაციების მომავლის ფორმირებაში?

პირველ რიგში, კონტენტის შემქმნელებმა საკუთარ თავი უნდა აღიქვან საგამომცემლო ძრავად, რომელიც ინოვაციური და მასშტაბირებული მეთოდებით შეძლებს კონტენტის შექმნის, გავრცელებისა და მოხმარების პროცესის მართვას. ბევრისთვის ეს ძნელი და პრობლემური იქნება, ზოგჯერ შეუძლებელიც კი. ეს მოითხოვს იმ შეზღუდული მენტალიტეტის შეცვლას, რომლის მიხედვითაც სატატუს კვოს წარმოადგენს სტატიკური ინტერნეტგვერდი ან სხვადასხვა ბრენდული ბლოგის ქსელი.
არ არსებობს სასწაულმოქმედი ელექსირი ან ჯადოსნური ჯოხირომელიც ტრადიციულ გამომცემლებს ამ პრობლემებს მოუხსნის; შემდეგი თაობის ციფრული გამომცემლობის მოდელი, უმეტესწილად, მედიაინდუსტრიის სამომავლო განვითარების ხედვას ეფუძნება. ახალი საგამომცემლო პარადიგმა გამომცემლებს საშუალებას მისცემს საკუთარ მკითხველებსა და რეკლამის განმთავსებელ პარტნიორებს შესთავაზონ განსხვავებული პროგრამებისა და თანამშრომლობის მოდელები, რომლებიც კონტენტის შექმნისა და გავრცელებისადმი უფრო გახსნილ მიდგომას ეყრდნობა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ციფრულ გამომცემლობაში მომხდარი ცვლილებები რეალურ შესაძლებლობას იძლევა მივიღოთ ათასობით ნიჭიერი ავტორის მიერ შექმნილი ხარისხიანი, საინტერესო და ორიგინალური კონტენტი. ახალ, ღრმად გააზრებულ ინფორმაციას, მრავალმხრივობასთან ერთად, აქვს პოტენციალი შექმნას მომხმარებლებისთვის „აუცილებლად გასაცნობი" ბრენდები და სოციალურად საინტერესო გამოცდილება, რომელიც აუდიტორიამდე მისასვლელ გზას მრავალ სადისტრიბუციო არხს შორის გაიკვლევს.

გამომცემლები, რომლებიც საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების ინვესტირებას განახორციელებენ და ფეხს აუწყობენ კონტენტის მოხმარების მოდელის ცვლილებას, საუკეთესო პოზიციაში აღმოჩნდებიან, რათა ამ დარგის განვითარების კვალდაკვალ, გაზარდონ, დააინტერესონ აუდიტორია და ამით მოგება ნახონ 2012 წელს და შემდგომ პერიოდში.

 

ბრაიან გრეი Bleacher Report-ის უფროსი ადმინისტრატორია. იგი კომპანიის სტრატეგიულ მიმართულებას და ყოველდღიურ ფუნქციონირებას კურირებს. სპორტული სფეროს ციფრული მედიასივრცის ვეტერანმა, გრეიმ, Bleacher Report-ში მთავარ ადმინისტრატორად მუშაობა 2010 წლის ივნისში დაიწყო; მანამდე წარმატებით ხელმძღვანელობდა FOX Sports Interactive-ს უფროსი ვიცე-პეზიდენტისა და გენერალური დირექტორის რანგში და იყო Yahoo! Sports-ს - გენერალური დირექტორი. სანამ Netscape, AOL და Shutterfly-ში აღმასრულებელ თანამდებობებზე დაინიშნებოდა, გრეი 1990-იანი წლების შუა პერიოდში Chicago White Sox-ისათვის აგროვებდა მასალებს.

 

წინა სტატია

ხართ თუ არა დაბადებული იმისთვის, რომ იყოთ მილიარდერი?
29 დეკემბერი, 2011

შემდეგი სტატია

ფიზიკოსებმა მიაგნეს დროის პორტალს, რომელიც შესაძლებელს ხდის რეალური მოვლენის დროში დაფარვას
30 დეკემბერი, 2011
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
გლობალური ქსელის თბილისელი შვილობილი
Forbes Woman | ივნ, 28, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა