საქართველოს ბანკმა პროექტ “ბიზნეს კაფეს” ფარგლებში რიგით მეოთხე შეხვედრა გამართა

მთელი საქართველოს ბანკმა და საკონსულტაციო კომპანია “ინსორსმა” ერთობლივ პროექტის "ბიზნეს კაფეს” ფარგლებში რიგით მეოთხე შეხვედრა გამართეს, რომელიც ლიდერობისა და კომუნიკაციის თემატიკას მიეძღვნა. 

შეხვედრაზე ორგანიზაციულ ცვლილებებზე, ლიდერობის თავისებურებებზე და ახალი პროფესიის არჩევის საკითხებზე კომუნიკაციის ექსპერტმა საშა კაცმანმა ისაუბრა. ის ლიდერობისა და კომუნიკაციის სფეროში უკვე 20 წელია საქმიანობს და ამ ხნის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის პროექტი განახორციელა. მან სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ისეთ თემებზე, როგორიცაა: ორგანიზაციული ცვლილებები, ახალი პროფესიის არჩევის გადაწყვეტილება; ღირებულებები, რომლებიც გარკვეულ ცვლილებას ახლავს თან; ლიდერობის თავისებურებები - “როდესაც ხალხს სათავეში უდგას ადამიანი და არა სტრუქტურით / სტატუსით განსაზღვრული ძალაუფლება”. 

შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ საქართველოში მოქმედი ორმოცამდე ორგანიზაციის უმაღლესი რგოლის მენეჯერები, მათ შორის საქართველოს ბანკის პარტნიორი მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. 

“ბიზნეს კაფე” წარმოადგენს ბიზნესის მმართველი რგოლის წარმომადგენელთა არაფორმალურ შეხვედრების ციკლს, რომლის მიზანია ლიდერისა და წარმატებული ბიზნესმენის მიერ გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა ინდუსტრიის ლიდერებისთვის. 

ჩვენ გირჩევთ

აბრამოვიჩის $45 მილიონიანი შენაძენი ლონდონში

ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი საქართველოსა და მსოფლიოს ქვეყნებში

აბრამოვიჩის $45 მილიონიანი შენაძენი ლონდონში

აბრამოვიჩის $45 მილიონიანი შენაძენი ლონდონში

წინა სტატია

Доллар США VS валюта Грузии и стран региона
27 სექტემბერი, 2018

შემდეგი სტატია

აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 2 პროცენტით გაიზარდა
28 სექტემბერი, 2018
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართლის ქარის ელექტროსადგური იყიდება – საწყისი ფასი $14.2 მილიონია
ახალი ამბები ქართულად | სექ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა