ჟურნალმა Forbes Georgia დაარსა Forbes Georgia Woman Club-ი

ჟურნალმა Forbes Georgia დაარსა Forbes Georgia Woman Club-ი

Rooms Hotel Tbilisi.  5 დეკემბერი, 2014.  ჟურნალმა Forbes Georgia, კომპანია Chronograph-ის მხარდაჭერით, Forbes Georgia Woman Club–ის დაარსებისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო საღამო გამართა.

საღამოზე ასევე გაიმართა: ჟურნალის Forbes Woman პირველი ნომრის პრეზენტაცია და Chronograph-ის მიერ ორგანიზებული ექსკლუზიური, ხელნაკეთი, ოქროსა და ძვირფასი ქვებისგან დამზადებული სამკაულების (Chopard, Schoeffel, Marco Bicego, Giovanni Ferraris, Casato, Chimento) გამოფენა.

საღამოს სპონსორები ასევე იყვნენ სს უძრავი ქონება” და პრემიალური ალკოჰოლური სასმელების სადისტრიბუციო კომპანია “გდ–ალკო”.

Forbes Georgia Woman Club–ის მიზნებია:  შეიქმნას უნიკალური გარემო საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების, გაფართოების და ინფორმაციის მიმოცვლისთვის ბიზნესის წარმომადგენლებს შორის; წაახალისოს და მხარი დაუჭიროს ღირსეული სამეწარმეო საქმიანობის იდეალებს; ხელი შეუწყოს პირადი კონტაქტების განვითარებას და მაღალი ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას ბიზნეს ურთიერთობებში.

ახლადშეექმნილ ექსკლუზიურ კლუბში გაწევრიანება შესაძლებელია კლუბისგან მოწვევის მიღების შემთხვევაში, ასევე კლუბის უკვე მოქმედი წევრების რეკომენდაციის საფუძველზე. კლუბში ახალი წევრის მიღებაზე გადაწყვეტილებას ქართული „ფორბსის“ დირექცია მიიღებს.

კლუბის წევრობა შეიძლება მოიპოვონ დადებითი საქმიანი რეპუტაციის მქონე ადამიანებმა, მსხვილი და საშუალო ბიზნესის ხელმძღვანელებმა და მფლობელებმა, ასევე კულტურის მოღვაწეებმა, ქართველმა და უცხოელმა პოლიტიკოსებმა, დიპლომატებმა და მეცნიერებმა, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან.

Forbes Georgia Woman Club-ის შეკრებები თვეში ერთხელ გაიმართება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *