Forbes 400 2018 - ბეზოსი ლიდერია

Forbes 400 2018 - ბეზოსი ლიდერია

1994 წლის შემდეგ პირველად, ამერიკის შეერთებული შტატების უმდიდრესი ადამიანების რეიტინგს არ უდგას სათავეში ბილ გეითსი. Amazon-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფ ბეზოსმა გეითსის 24-წლიანი ჰეგემონია დაასრულა და სიის სათავეში მოექცა.

ბეზოსი პირველია Forbes 400-ის ისტორიაში, ვისი ქონებაც 100 მილიარდ დოლარს აღემატება, ამ მომენტისთვის ის $160 მილიარდად არის შეფასებული. ერთ წელიწადში ბეზოსი $78.5 მილიარდით გამდიდრდა.

წელს რამდენიმე რეკორდი დაფიქსირდა:

  • ამერიკის უმდიდრეს ადამიანთა 400-კაციანი სიის ჯამური ქონება $2.9 ტრილიონია – შარშანდელზე 7 პროცენტით მეტი.
  • ასევე გაიზარდა სიის წევრების ქონების საშუალო მაჩვენებელი – $7.2 მილიარდი (შარშან – $6.7).
  • სიაში მოხვედრისთვის მინიმალური ზღვარი ასევე სარეკორდო აღმოჩნდა – $2.1 მილიარდი (შარშანდელზე $100 მილიონით მეტი).
  • სიის პირველი ათეულის ჯამური კაპიტალი თითქმის $730 მილიარდს შეადგენს, რაც $120 მილიარდით მეტია 2017 წელთან შედარებით.

კიდევ რამდენიმე აღსანიშნავი მონაცემი:

  • პროცენტული თვალსაზრისით, ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ჯეკ დორსი გამდიდრდა. ტვიტერის აღმასრულებელი დირექტორის ქონება 186%-ით გაიზარდა.
  • სიის წევრებიდან ყველაზე მეტად ჯორჯ სოროსის ქონება შემცირდა – $23 მილიარდიდან $8.3 მილიარდამდე.
  • სიაში წელს 15 ახალი მილიარდერია.
  • Forbes 400-ში წელს 57 ქალია, შარშანდელზე ორით მეტი.
  • ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 11 ადგილით დაქვეითდა სიაში და ამჟამად 248-ე ადგილზეა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *