ყველაზე პოპულარული ავტომობილები საქართველოში - TOP10

2017 წელს საქართველოს ავტოპარკი 5.3%-ით გაიზარდა. ავტოპარკის 81.9%-ს მსუბუქი და მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანები შეადგენს. სამგზავრო ავტომანქანების წილი საქართველოს ავტოპარკში 4.3%-ია, ხოლო სატვირთოების - 8%. ავტოპარკის მნიშვნელოვანი ნაწილი (91%) 2008 წლამდეა წარმოებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 3 წლამდე ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებები ავტოპარკის მხოლოდ 1.2%-ს შეადგენს.

საქართველოში ავტომობილების ყველაზე გავრცელებული ფერი ვერცხლისფერი (30%) და თეთრია (16%). 

 

საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია MERCEDES-BENZ-ის და OPEL-ის მარკის ავტომანქანები. 2017 წელს მნიშვნელოვნად (31%–ით) გაიზარდა TOYOTA-ს მარკის ავტომანქანების რაოდენობა.  

მოდელებიდან კვლავ ლიდერობს OPEL ASTRA და E კლასის მერსედესები, რომლებსაც მოსდევს C კლასის მერსედესები და OPEL VECTRA.

მსუბუქი ავტომანქანების უმრავლესობა (43.6%) სედანის ტიპისაა, თუმცა 2017 წელს მსუბუქებს შორის უფრო მოთხოვნადია "ჰეტჩბეკი" ძარის ტიპის ავტომანქანები. 

როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო ავტომანქანებში ლიდერობს FORD, რომელიც სამგზავროების 46%-ს შეადგენს, ხოლო სატვირთოების - 27.6%-ს.

3 წლამდე ასაკის ავტომობილებიდან 2017 წელს ყველაზე მოთხოვნადი იყო TOYOTA (1964), რომელსაც მოსდევს MERCEDES-BENZ (301), FORD (276), HYUNDAI (275), SKODA (271) და ა.შ

ჩვენ გირჩევთ

საქართველოში ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა დამკვიდრდება

პოლიტიკოსები და პარტიები ყველაზე "მსხვილი დამფინანსებლებით"

საქართველოში ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა დამკვიდრდება

საქართველოში ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა დამკვიდრდება

წინა სტატია

ტვირთბრუნვის შემცირების ტენდენცია შეჩერდა
04 ოქტომბერი, 2018

შემდეგი სტატია

Social Impact Award-ის გამარჯვებულები
05 ოქტომბერი, 2018
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა