საკალათბურთო კლუბ “დინამოს” შემდგომ განვითარებას ზაზა ფაჩულია ჩაუდგება სათავეში

მთელი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კალათბურთის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით,  საკალათბურთო  გუნდი “დინამო” და მისი საწვრთნელი ბაზა NBA-ის კლუბ “დეტროიტ პისტონსის” კალათბურთელმა, ზაზა ფაჩულიამ შეიძინა. კლუბს საქართველოს ბანკი პატრონაჟს რვა წლის განმავლობაში უწევდა და კლუბის მხარდაჭერას კიდევ ორი წლის განმავლობაში განაგრძობს.  

“მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ამ ნაბიჯით ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოში სპორტის, კონკრეტულად კი კალათბურთის განვითარებაში. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გუნდი საწვრთნელ ბაზასთან ერთად წარმატებული ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას საკუთრებაში გადავიდა, რომელიც 17 წელი საქართველოს ეროვნული ნაკრების, ასევე NBA-ის კლუბის ღირსებას იცავდა. საკალათბურთო გუნდ “დინამოს” საწვრთნელი ბაზისთვის პროფილის შენარჩუნება მისი სამომავლო განვითარების პერსპექტივით მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენდა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ზაზა ფაჩულიას და საკალათბურთო კლუბ “დინამოს”,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ. 

“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკს იმ მხარდაჭერისთვის რაც ამდენი წლის განმავლობაში განახორციელეს საკალათბურთო კლუბ “დინამოს” განვითარებისთვის. აღსანიშნავია საქართველოს ბანკის წვლილი ზოგადად სპორტის და კალათბურთის ხელშეწყობაში. საკალათბურთო კლუბ “დინამოს”საწვრთნელ ბაზასთან ერთად ფლობა  მოგვცემს საშუალებას ჩვენ ყველანი ერთად, თავდაუზოგავი შრომით შევეცადოთ, კიდევ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, პროფესიონალ კალათბურთელებად აღვზარდოთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საქართველოს ბანკს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უწევდა პატრონაჟს ამ გუნდს”,- განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

ჩვენ გირჩევთ

ტვირთბრუნვის შემცირების ტენდენცია შეჩერდა

ყველაზე პოპულარული ავტომობილები საქართველოში - TOP10

ტვირთბრუნვის შემცირების ტენდენცია შეჩერდა

ტვირთბრუნვის შემცირების ტენდენცია შეჩერდა

წინა სტატია

Bitcoin Mining Remains Profitable, Regardless of ASIC Size
05 ოქტომბერი, 2018

შემდეგი სტატია

სექტემბერში უცხოური ვალუტის რეზერვები 241 მილიონი დოლარით გაიზარდა
05 ოქტომბერი, 2018
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ კვირაში $80 მილიონით შემცირდა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა