ერთ მოსახლეზე შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 105-ე ადგილზეა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი ფულის მსყიდველობითი უნარის (PPP) გათვალისწინებით 11 742 (PPP) დოლარი იყო და ამ მაჩვენებლით საქართველომ 191 ქვეყანას შორის 109-ე ადგილი დაიკავა. 2018 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალი 11 600 (PPP) დოლარამდე შემცირდება, თუმცა რეიტინგში 105-ე ადგილზე გადავინაცვლებთ.

ერთ მოსახლეზე შემოსავალი ყველაზე მაღალი კატარაშია - 128 487 დოლარი, მეორე ადგილზე ლუქსემბურგია 109 199 დოლარით. ყველაზე ღარიბი ქვეყანა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაა წლიური 712 დოლარით. ბოლოდან მეორეზე ბურუნდია 733 დოლარით.

შემოსავლების მიხედვით საქართველოსთან ყველაზე ახლოს ეკვადორი (11 732 დოლარი) და ნამიბიაა (11 516 დოლარი).

ცხრილი: ერთ მოსახლეზე ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები 2018 წელს

 

ქვეყანა

PPP დოლარი

1

კატარი

128,487

2

ლუქსემბურგი

109,199

3

სინგაპური

98,255

4

ბრუნეი

81,612

5

ირლანდია

77,670

6

ნორვეგია

74,318

7

გაერთიანებული ემირატები

70,262

8

კუვეიტი

66,982

9

შვეიცარია

64,988

10

ჰონგ კონგი

64,794

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

ჩვენ გირჩევთ

Forbes Georgia. 2018 წლის ოქტომბრის ნომერი

ქართული საექსპორტო ღვინის ღირებულება 22%-ით გაიზარდა

Forbes Georgia. 2018 წლის ოქტომბრის ნომერი

Forbes Georgia. 2018 წლის ოქტომბრის ნომერი

 

წინა სტატია

ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში 31-ე ადგილზეა
09 ოქტომბერი, 2018

შემდეგი სტატია

Cargo Turnover No Longer in Decline
04 ოქტომბერი, 2018
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ კვირაში $80 მილიონით შემცირდა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა