იტირეთ არგენტინისთვის - საერთაშორისო სავალუტო ფონდი გზაშია

არგენტინას ეკონომიკური პრობლემები აქვს... კვლავ. მაგრამ მას აქვს შანსი, ეკონომიკური სამყარო თავდაყირა დააყენოს.

ქვეყნის კონსერვატორი პრეზიდენტი, მაურიციო მაკრი, $30-მილიარდიანი კრედიტისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ხელშეკრულების დადებას ცდილობს. 2015-ში მისი მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ მაკრი გულგრილად ეკიდება უკონტროლო ხარჯვასთან, მასიურ სესხებასა და პანდემიურ ნეპოტიზმთან ბრძოლას. დღეს პესო შავ დღეშია, ეს კი იმიტომ, რომ მთავრობა ცენტრალურ ბანკს არსაიდან შექმნილი ფულით მეტი ობლიგაციის ყიდვისკენ მოუწოდებს, რაც, ცხადია, ინფლაციის წახალისების უტყუარი საშუალებაა. არგენტინა პერიოდულად ძირს უთხრის საკუთარ ვალუტას და, თუ გავითვალისწინებთ, რომ წელს პესომ ღირებულების 20% დაკარგა, როგორც ჩანს, ამ საქმეს ახლა კიდევ უფრო მეტი მონდომებით აკეთებს.

მაკრიმ საზიზღარი მემკვიდრეობა მიიღო მისი ორი კორუფციული, ტირანი წინამორბედის, კრისტინა კირჩნერისა და ნესტორ კირჩნერისაგან. მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ფონდით ის ვერ იპოვის ხსნას. არგენტინელებს სძულთ ეს სააგენტო, ვინაიდან თავისი ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ბოლო რაუნდისას, რომელიც 18 წლის წინ დაიწყო, უმუშევრობის დონე 20%-ზე ავარდა.

პრობლემების პირისპირ აღმოჩენილ პრეზიდენტს ერთი მარტივი გზა აქვს, ვალუტის ლპობა შეაჩეროს: მთავრობის უცხოური რეზერვებით – რაც ბოლოს დაახლოებით $50 მილიარდს შეადგენდა – ვალუტის გაცვლით ბაზრებზე პესოების ყიდვა მანამდე უნდა მოხდეს, სანამ ეს ვალუტა მთელ თავის დანაკარგს არ აღიდგენს. მეტიც, ამგვარი სარეზერვო ფონდებით, მთავრობას შეუძლია, არგენტინის მთელი ძირითადი ფულადი მარაგი შეიძინოს.

კრიტიკოსებს ეს სქემა სასაცილოდ არ ჰყოფნით და მიაჩნიათ, რომ ის არ იმუშავებს. სხვა თუ არაფერი, გაცვლით ოპერაციებში არგენტინამ ხომ უკვე დახარჯა თითქმის $8 მილიარდი ისე, რომ ვარდნა არ შეუჩერებია. მაგრამ ეს სკეპტიკოსები ყურადღების მიღმა ტოვებენ ერთ მეტად აშკარა შეცდომას, არგენტინამ რომ დაუშვა: პესოები ცენტრალურმა ბანკმა იყიდა, რითაც მარაგი შეამცირა; ეს კარგი რამ იყო, მაგრამ შემდეგ უცებ ადგა და ობლიგაციების შესყიდვით მარაგი ისევ გაზარდა. ეს იგივეა, აუზის ერთი ბოლოდან წყალი რომ ამოიღო ვედროთი და მერე მეორე ბოლოში ჩაასხა.

მაკრიმ თავის ცენტრალურ ბანკირებს მარტივი შეტყობინება უნდა გაუგზავნოს: დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ეს აბსურდი და შეამცირეთ მონეტარული ბაზა მანამდე, სანამ პესოსა და დოლარის მიმართება 25-1-დან 15-1-ზე არ დავა.

როცა კრიზისი ჩაივლის – რაც მსგავსი ნაბიჯებით სწრაფად არის შესაძლებელი – მაკრი რეალურად რადიკალურ ქმედებაზე უნდა დაფიქრდეს: დოლარი არგენტინის ოფიციალური ვალუტას აქციოს. 15-1-ზე კურსით, ხალხი სიხარულით აქცევდა თავის პესოებს დოლარებად. მათი ქვეყნის არასწორი სავალუტო მენეჯმენტის სავალალო ისტორიის გათვალისწინებით, არგენტინელებმა იციან, რომ პესოს მორიგი აორთქლება მხოლოდ დროის საკითხია.

ეკვადორი, პანამა და ელ-სალვადორი უკვე იყენებენ მწვანე ვალუტას. მართალია, ეკვადორს ამას წინათ ანტიამერიკელი მემარცხენე მართავდა, ის მალევე შეელია ადგილობრივი ვალუტის კვლავ შემოტანის იდეას... ხალხი მაინც არ დაუჭერდა მხარს.

ჩვენ გირჩევთ

ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში 31-ე ადგილზეა

Forbes Georgia. 2018 წლის ოქტომბრის ნომერი

ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში 31-ე ადგილზეა

ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში 31-ე ადგილზეა

წინა სტატია

Tax Incentives for IT Corporations in Georgia
09 ოქტომბერი, 2018

შემდეგი სტატია

Bitfury Launches New Enterprise Grade Bitcoin Mining Server
10 ოქტომბერი, 2018
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა