თბილისის ყველაზე ძვირადღირებული უბნები

მთაწმინდა კვლავ რჩება დედაქალაქის ყველაზე ძვირ რაიონად.

2018 წლის მეორე კვარტალში, 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, უძრავი ქონების ბაზარი მნიშვნელოვნად არ გააქტიურებულა, თუმცა მნიშვნელოვანი ზრდა (22.7%) დაფიქსირდა გასულ წელთან შედარებით. უძრავი ქონების გაყიდვების ჯამურმა რაოდენობამ 30 264 ერთეული შეადგინა. თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და ForSet-ის ერთობლივი კვლევის მიხედვით, უძრავი ქონების ბაზრის ზრდაში მნიშვნელოვანი ადგილი კვლავ თბილისის უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებას უკავია. მეორე კვარტალში თბილისში უძრავი ქონების გაყიდვების წლიურმა ზრდამ 35.8% შეადგინა, მაშინ როდესაც თბილისს გარეთ უძრავი ქონების გაყიდვები გაზრდილია 14.0%-ით. 

2018 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, გაზრდილია საცხოვრებელი უძრავი ქონების როგორც გაყიდვის (0.1%), ისე გაქირავების ფასის (5.6%) ინდექსი. აღნიშნულ პერიოდში 1 კვ.მ. საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი 868 აშშ დოლარსა და 881 აშშ დოლარს შორის მერყეობდა, გაქირავების საშუალო კი 6.2 და 7.7 აშშ დოლარს შორის იყო.

მთაწმინდა კვლავ რჩება დედაქალაქის ყველაზე ძვირ რაიონად საცხოვრებელი უძრავი ქონების როგორც გაყიდვის, ისე გაქირავების საშუალო ფასით. 

თბილისის უბნების მიხედვით, საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი საშუალო ფასი შემდეგია:   

  • მთაწმინდა - $1124 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +7.7% 
  • ვაკე - $992 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +1.2%
  • საბურთალო - $887 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +1.9% 
  • კრწანისი - $842 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით -1.7% 
  • დიდუბე - $772 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +15.1% 
  • ჩუღურეთი - $772 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +7.6%
  • ისანი - $680 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +0.6%
  • ნაძალადევი - $636 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +15.2%
  • გლდანი - $561 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +6.8%
  • სამგორი - $547 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით -4.3%

რაც შეეხება სახლის ქირაობას, ფასი ამ შემთხვევაშიც ყველაზე მაღალი მთაწმინდაზეა და თბილისის უბნების მიხედვით კვ.მ ქირის ფასი შემდეგია: 

  • მთაწმინდა - $7.70 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით -12.5% 
  • ვაკე - $7.42 (კვ.მ) ცვლილებაწინა წელთან შედარებით -7.2%
  • საბურთალო - $6.69 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით -4.4% 
  • კრწანისი - $6.98 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით -3.6 % 
  • დიდუბე - $5.91 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით -0.3% 
  • ჩუღურეთი - $6.63 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +2.4%
  • ისანი - $6.44 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +2.8%
  • ნაძალადევი - $5 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით 1.8%
  • გლდანი - $4.62 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +1.3%
  • სამგორი - $5.44 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +17%

ჩვენ გირჩევთ

Forbes Georgia. 2018 წლის ოქტომბრის ნომერი

ერთ მოსახლეზე შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 105-ე ადგილზეა

Forbes Georgia. 2018 წლის ოქტომბრის ნომერი

Forbes Georgia. 2018 წლის ოქტომბრის ნომერი

წინა სტატია

ქვეყნები, რომლის მოქალაქეებიც მოგზაურობაზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ
10 ოქტომბერი, 2018

შემდეგი სტატია

Real Property Market Grew by 10.1%
10 ოქტომბერი, 2018
“რედბერიმ” “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველო | მაი, 08, 2019
თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით ₾30 მილიონის ობლიგაციების ემისია განახორციელა
საქართველო | მაი, 08, 2019
ყველაზე მაღალშემოსავლიანი აუდიტორული ფირმები საქართველოში - TOP-10
რეიტინგი | მაი, 07, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა