Forbes-ი წლის საუკეთესო დამსაქმებლებს ასახელებს

რეიტინგის TOP-10 კომპანიიდან 6 ამერიკულია.

უკვე მეორე წელია მსოფლიოში საუკეთესო დამსაქმებელ კომპანიად Alphabet სახელდება. Forbes-ის სიაში Google-ის მფლობელმა კომპანიამ საუკეთესო შეფასება მიიღო. Google-ში მენეჯერული პოზიციების 25%-ზე მეტს ქალები იკავებენ. გენდერული თანასწორობა გამოცემისთვის ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო რეიტინგის შედგენისას. Alphabet-ს 80 000-ზე მეტი დსაქმებული ჰყავს, კომპანიის მოგება წლიურად $ 16 მილიარდს აღემატება, მისი საბაზრო ღირებულება კი $766 მილიარდია. 

რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა Microsoft-მა. 124 000 დასაქმებულით, კომპანიის წლიური მოგება $14 მილიარდს აღემატება, საბაზრო ღირებულება კი გასულ წელს 750 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 

რეიტინგის TOP-10 კომპანიიდან 6 ამერიკულია. მათ შორის მესამე ადგილი დაიკავა Apple-მა, მეოთხე პოზიციაზეა Walt Disney Company, ხუთეულს კი Amazon ხურავს. 

ამერიკული კომპანიები მსოფლიოს საუკეთესო დამსაქმებლებად სახელდება, - რეიტინგის პირველი 500 კომპანიიდან 185 ამერიკულია. სიაში ჰონგ კონგიდან და ჩინეთიდან 80 კომპანია მოხვდა. 

ათეულში მოხვდა გერმანული კომპანიები - Daimler AG (მეშვიდე ადგილი) და BMW (მეათე ადგილი). 

მეშვიდე ადგილზე ჰონგ-კონგის ნავთობისა და გაზის უმსხვილესი კომანია CNOOC-ია. სიაში მერვე ადგილი ტაილანდურმა ბანკმა Kasikornbank  დაიკავა. მეცხრე ადგილზე კი ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Celgene-ია.

ჩვენ გირჩევთ

თბილისის ყველაზე ძვირადღირებული უბნები

შავი ოქრო ჩემთან!

თბილისის ყველაზე ძვირადღირებული უბნები

თბილისის ყველაზე ძვირადღირებული უბნები

წინა სტატია

Üç yaşa kadar olan araçlar Gürcistan’da bulunan araçların %1,2’sini oluşturuyor
10 ოქტომბერი, 2018

შემდეგი სტატია

ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ კვირაში $80 მილიონით შემცირდა
11 ოქტომბერი, 2018
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა