საქართველოს სახელმწიფო ვალი 17 მილიარდი ლარია

მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 186 მლნ ლარით გაიზარდა. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 28 მლნ-ით შემცირდა, მაგრამ სექტემბერში ლარის კურსის გაუფასურების გამო, ლარში გამოსახული საგარეო ვალი 106 მლნ ლარით გაიზარდა. აგვისტოში საშინაო სახელმწიფო ვალი 80 მლნ ლარით გაიზარდა.

2017 წლის 30 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო ვალი 15.9 მილიარდი ლარი იყო, 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით კი 1.3 მილიარდი ლარით მეტი, 17.2 მილიარდი ლარია. აქედან, საგარეო სახელმწიფო ვალი 13.4 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 3.8 მილიარდი ლარია.

საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 72% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი - 4.9 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი - 724 მლნ ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის იაპონია 543 მლნ ლარით.

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 43%-ია. 2017 წლის ბოლოს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 44.7%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6% იყო.

გრაფიკი: საქართველოს სახელმწიფო ვალი

ჩვენ გირჩევთ

თბილისის ყველაზე ძვირადღირებული უბნები

შავი ოქრო ჩემთან!

თბილისის ყველაზე ძვირადღირებული უბნები

თბილისის ყველაზე ძვირადღირებული უბნები

წინა სტატია

პლანეტის ყველაზე მდიდარი 7 ადამიანის ქონება ერთ დღეში $21 მილიარდით შემცირდა
11 ოქტომბერი, 2018

შემდეგი სტატია

En yüksek maaşlı olan üst kademe yöneticiler
11 ოქტომბერი, 2018
“რედბერიმ” “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველო | მაი, 08, 2019
თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით ₾30 მილიონის ობლიგაციების ემისია განახორციელა
საქართველო | მაი, 08, 2019
სახელმწიფო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | მაი, 21, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა