GOGC, მომდევნო 5 წელში, შემოსავლის მილიარდამდე გაზრდას ელოდება

კორპორაციის აქციათა 100%-ს სს "საპარტნიორო ფონდი“ ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფო საკუთრებაშია. 

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, 2023 წლისთვის შემოსავლის მილიარდ ლარამდე გაზრდას ელოდება. პროგნოზით, რომელიც G&T-მ ინვესტორებს წარუდგინა, მომდევნო 5 წელში კორპორაციის შემოსავალი 1 მილიარდ 340 ათას ლარამდე გაიზრდება.  

კორპორაციის ჯამური შემოსავალი 2017 წელს 671,6 მლნ. ლარს შეადგენდა. 2019 წელს ვარაუდობენ, რომ ის 716 მლნ ლარამდე გაიზრდება, 2020 წელს 836 მლნ ლარამდე, 2021 წელს 861 მლნ ლარამდე, 2022 წელს 987 მლნ ლარამდე, ხოლო 2023 წელს კი მილიარდ ლარს გადასცდება.  

კორპორაციის შემოსავლის უდიდესი წილი (65%) ბუნებრივი აირის მიწოდებაზე მოდის - 2018 წლის პირველ ნახევარში მან 219.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიურად 43.4 მლნ ლარით შემცირებული მაჩვენებელია.  

შემოსავლის მოსალოდნელი ზრდის მიზეზებს შორის რამდენიმე დაგეგმილი პროექტი სახელდება. მათ შორის, მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი, ბიზნესის დივერსიფიკაცია, საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, TANAP პროექტი და ა.შ. 

შეგახსენებთ, რომ ამჟამად კორპორაციის აქციათა 100%-ს სს "საპარტნიორო ფონდი“ ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფო საკუთრებაშია. კორპორაციას მინიჭებული აქვს სარეიტინგო სააგენტო Fitch რეიტინგი  BB- დონეზე, პროგნოზით პოზიტიური. 

შეგახსენებთ, რომ ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი თანამდებობას ტოვებს. თვალაბეიშვილი მომდევნო კვირიდან "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს, რომელსაც ამ დრომდე სულხან ზუმბურიძე ხელმძღვანელობს. თუ ვინ უხელმძღვანელებს ნავთობისა და გაზის კორპორაციას უცნობია. 

საქართველოში მილიარდზე მეტი შემოსავალი მხოლოდ 2 კომპანიას აქვს, მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი კი 7000-ზე მეტ კომპანიას უფიქსირდება. შემოსავლების სამსახურის ბოლო მონაცემებით, წლიურად 1 მილიარდ ლარზე მეტი ერთობლივი შემოსავალი მიღებული აქვს 2 გადამხდელს.  გადამხდელების ვინაობა კონფიდენციალურია და მას შემოსავლების სამსახური არ ასაჯაროვებს. თუმცა ცნობილია, რომ მაგალითად BGEO ჯგუფის (ამჟამინდელი Georgian Capital და BOG) შემოსავლები გასულ წელს მილიარდს გადასცდა და  1.1 მილიარდი ლარი შეადგინა. 

ჩვენ გირჩევთ

ქართული ავიაბაზრის TOP კომპანიები

საქართველოს სახელმწიფო ვალი 17 მილიარდი ლარია

ქართული ავიაბაზრის TOP კომპანიები

ქართული ავიაბაზრის TOP კომპანიები

წინა სტატია

Wine And Dine With The Classmates From Sokhumi
12 ოქტომბერი, 2018

შემდეგი სტატია

Galt&Taggart-მა ლონდონში კონფერენცია "საქართველოს ინვესტორთა დღე” გამართა
12 ოქტომბერი, 2018
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართლის ქარის ელექტროსადგური იყიდება – საწყისი ფასი $14.2 მილიონია
ახალი ამბები ქართულად | სექ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა