სექტემბერში საქართველოს ექსპორტი 17 პროცენტით გაიზარდა

სექტემბერში საქართველოს ექსპორტი 17 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის სექტემბერში 2017 წლის სექტემბერთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 17%-ით (44 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 3.3%-ით (23 მლნ დოლარით) გაიზარდა.

2018 წლის სექტემბერში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 302 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 711 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 410 მლნ დოლარი იყო, რაც 2017 წლის სექტემბრის უარყოფით ბალანსზე 21 მლნ დოლარით ნაკლებია.

9 თვის ჯამში, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 26%-ით, ხოლო იმპორტი 19%-ით გაიზარდა. სავაჭრო დეფიციტი კი 15%-ით (542 მლნ დოლარით) არის გაზრდილი.

აგვისტოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *