ტაოსის ტაო

როდესაც 2013 წლის დეკემბერში, ჰეჯ-ფონდის დამფუძნებელმა მილიარდერმა, ლუის ბეკონმა, ნიუ-მეხიკოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ტაოს-სკი-ველი (TSV) შეიძინა, ამან სათხილამურო სამყარო დიდ საგონებელში ჩააგდო. ტაოსი ჩვენი დროის ჰიპების საყრდენია. იგი არ ჰგავს აშშ-ის დიდ სათხილამურო კურორტს, რომელიც წარმატებულ ადამიანებს იზიდავს. ეს ისეთი მდიდრული ადგილი არ არის, როგორიც დირ-ველი ან ბივერ-კრიკია. ეს არის არცთუ ისე მაღალი დონის ადგილია ძველებური სახლებისა და ალპური შალეს მსგავსი ნაგებობების შერეული არქიტექტურით. ვიზიტორთა ბაზა ათწლეულების მანძილზე იზიდავდა სრიალის მოყვარულ ერთი და იმავე ტიპის ოჯახებს, რომლებსაც ის ისეთი მოსწონთ, როგორიც არის.

Moore Capital-ის დამფუძნებელი, 58 წლის ბეკონი ამას სხვაგვარად უყურებს. „მე 20 წელია, ვფლობ საკუთრებას ტაოს-სკი-ველიში, – ამბობს ის, – ეს არის საოცრად ლამაზი ადგილი, კულტურული და ისტორიული სიმდიდრეებით. რაც შეეხება თხილამურით სრიალს, ჩემი აზრით, აქ არის ქვეყანაში ყველაზე მრავალფეროვანი საფარი, ტრასის გარეშე სრიალი და სრიალი ხეებს შორის ადვილად მისაწვდომია“.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ის ნამდვილი მოთხილამურეა და, როგორც მის წინამორბედ ფრირაიდერებს, ამერიკის ყველაზე რთული მთები მასაც ხიბლავს.

TSV არის წყნარი, მსოფლიო კლასის სათხილამურო კურორტი, რომელიც თავისი გამაოცებული ციცაბო ადგილებით, დაუსრულებელი ხედებითა და ხეებში დამალული ძალიან სრიალა და მშრალი თოვლითაა განთქმული. მეტიც: ის შენია, ვინაიდან გეჩვენება, რომ სხვებს მისი არსებობის შესახებ არც კი ახსოვთ. გასული წლის ზამთარში TSV-ს მხოლოდ 215 000 მოთხილამურე ესტუმრა, ვეილს კი, მაგალითად, თითქმის 2 მილიონი.

ბეკონი ამის შეცვლას აპირებს. ოღონდ ნუ ელოდებით Bogner-ში გამოწყობილი უამრავი ადამიანი თავიანთი რენჯ როვერების გასაღებებს მოსამსახურეებს როგორ გადასცემს. პირველი ნაბიჯი ლიფტის გაკეთებაა ცნობილ კაჩინას პიკზე, რომელიც ამერიკის სათხილამურო კურორტებს შორის ყველაზე აღიარებული და რთული ადგილია. დღესდღეობით ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ იქ მოხვდეთ, არის ის, რომ თხილამურები მხრებზე გაიწყოთ და მაღალ თოვლში, 12 500 ფუტის სიმაღლის პიკის წვერისკენ გზას გაუყვეთ. 45-წუთიანი ენერგიული გასეირნება მოგიწევთ – ზოგჯერ ძალიან დაღლილს, ზოგჯერ სუნთქვაშეკრულს. ხოლო, თუ კაჩინას პიკის მწვერვალზე ასვლას ლიფტის საშუალებით შეძლებთ, ყველა ეს პრობლემა მოიხსნება. Wild West-ის გახსნას კიდევ ერთი სახმელეთო ცვლილება უკავშირდება – 60-აკრიანი ადგილი რთული სრიალის მოყვარული მოთხილამურეებისთვის, რომლებიც ტაოს თავიანთ სახლად მიიჩნევენ.

როდესაც ბეკონი დასძენს, რომ მას დიდი მადლიერების გრძნობა „განუვითარდა“ ამ ადგილის ხასიათისა და სანტო-დე-კრისტოსში მისი უნიკალური მდებარეობის გამო, ის არ გატყუებთ. ბეკონი ხომ საგაზეთო სათაურებში მოხვდა, როგორც ბუნების დამცველი. სხვა საქმიანობის გარდა, მან აშშ-ის ცოცხალი ბუნების დაცვის სამსახურს კოლორადოში მდებარე, დაახლოებით 167 000 აკრის Trinchera Blanca (რომელიც მან ფორბსის ოჯახისგან იყიდა) რანჩო გადასცა.

შემდეგ მის გეგმაში შედის სათხილამურო ქალაქი, რომლის იდეა TSV-ის გენერალური დირექტორის, გორდონ ბრინერის თქმით, „არის დიდებული სოფლის შექმნა და არა ორიოდე საინტერესო შენობის აგება“.

როდესაც საუბარი სოფლის რეკონსტრუქციაზე მიდის, შეიძლება გესმოდეთ სიტყვა „ევროპული“ და მართლაც, TSV-ს ღრმა ევროპული ფესვები აქვს. ის გახსნილი იყო 1945 წელს ერნი ბლეიკის მიერ, რომელიც 30-იან წლებში აქ გერმანიიდან გადმოსახლდა. მას მიბაძა სათხილამურო სკოლის ხელმძღვანელმა, ფრანგმა ჟან მაიერმა, რომელმაც 1960 წელს სასტუმრო St. Bernard-ი გახსნა. ის შამონისთვის დამახასიათებელ საოჯახო ტავერნას მოგაგონებთ.

სასტუმრო დარჩება, თუმცა მნიშვნელოვნად შეიცვლება და ეს ცვლილება TSV-თან წვდომასაც ეხება. ბეკონი მუშაობს ადგილობრივ მოსახლეობასთან იმისთვის, რომ აეროპორტი უფრო ელიტარული გახდეს და ისეთი რეგიონალური რეისების მიღება შეძლოს, რომლებსაც 45 მგზავრი ეყოლება. ალბუკეკედან სამსაათიანი ასვლის დროის შემცირება თამაშის წესებს მნიშვნელოვნად შეცვლის.

გარდა ამისა, ბეკონს TSV-თან დაკავშირებით სამი მნიშვნელოვანი მიზანი აქვს: სოფლის განახლება, საკულტო სათხილამურო ველის ისტორიული მიმზიდველობის შენარჩუნება და ამ თავისი ძალისხმევიდან მოგების მიღება.

„ორის გაკეთება შესაძლებელია, — ამბობს ბეკონი. — გამოწვევა ის გახლავთ, რომ სამივე განვახორციელო“.

(გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ს დეკემბრის ნომერში).

წინა სტატია

Forbes 400. 20 უმდიდრესი ამერიკელი
16 დეკემბერი, 2014

შემდეგი სტატია

არიანა ჰაფინგტონის (მ)შვიდი ცხოვრება
18 დეკემბერი, 2014
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
მისი აღმატებულება BENTLEY
კომპანიები | ივნ, 12, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა