რამდენად ენდობიან საბანკო სისტემას საქართველოში

საქართველო, ბანკებისადმი ნდობის კუთხით, 140 ქვეყანას შორის 76-ე ადგილზეა.


მსოფლიოს ყველაზე კონკურენტულ ეკონომიკაში - ამერიკის შეერთებულ შტატებში საბანკო სისტემისადმი ნდობა მაღალი არაა, - ასეთია მსოფლიოს ეკონომიკური ფორიმის მიერ გამოქვეყნებული გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის შედეგები, რომლის მიხედვითაც, აშშ ბანკებისადმი ნდობის კუთხით, 140 ქვეყანას შორის მეთვრამეტე ადგილზეა.

უკვე მეორე წელია ამ კატეგორიაში პირველ ადგილს ფინეთი იკავებს, სამეულში შედიან კანადა და სინგაპური. 

სიაში საქართველო 76-ე ადგილზეა. ქვეყნის სარეიტინგო ქულა 7-დან 4.8-ა. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია გაუარესებულია. კერძოდ, 1 წლის წინ საქართველო რეიტინგში 64-ე ადგილზე იყო. შემცირდა ქვეყნის სარეიტინგო ქულაც და ის 5-ის ნაცვლად წელს 4.8-ა.

ამ კომპონენტში საქართველოს უსწრებს მეზობელი სომხეთი, რომელიც 75-ე ადგილზეა. 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასება სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის დასმულ შემდეგ კითხვაზე პასუხით შედგა: "როგორ შეაფასებდით თქვენი ქვეყნის საბანკო სისტემის სტაბილურობას/მდგრადობას?". 7 ქულიდან 1 მიუთითებს, რომ ბანკები რეკაპიტალიზაციას საჭიროებენ, 7 ქულა კი მიუთიტებს, რომ ბანკების კაპიტალიზაცია მაღალია.

ჩვენ გირჩევთ

რატომ გაუარესდა ფინანსური სტაბილურობის ინდექსში საქართველოს პოზიცია

საქართველო გლობალური კონკურენტუნარიაობის ინდექსში დაწინაურდა

რატომ გაუარესდა ფინანსური სტაბილურობის ინდექსში საქართველოს პოზიცია

რატომ გაუარესდა ფინანსური სტაბილურობის ინდექსში საქართველოს პოზიცია

წინა სტატია

საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომისიის სხდომა გაიმართა
17 ოქტომბერი, 2018

შემდეგი სტატია

Dünyanın en rekabetçi ilk 10 ülkesi
17 ოქტომბერი, 2018
ბედნიერი თანამშრომელი - წარმატებული კომპანია
ინტერვიუ | იან, 13, 2020
Domson’s Engineering & Construction-ის განვითარების ეტაპები და საერთაშორისო პერსპექტივები
კომპანიები | იან, 15, 2020
"ალდაგი" და ქართული სადაზღვევო ბაზრის პირველი 30 წელი
ბიზნესი | იან, 08, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა