საქართველოს ბანკის კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში ღია კარის დღე გაიმართა

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, სოციალური საწარმოების დაფინანსების კონკურსზე ღია კარის დღე გაიმართა. შეხვედრას 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ესწრებოდა. ღია კარის დღეზე მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია  მიმდინარე კონკურსის წესების შესახებ და პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, 2 თვის განმავლობაში საკონსულტაციო შეხვედრები სოციალური თემატიკით დაინტერესებულ 50-მდე საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან და საინიციატივო ჯგუფთან გაიმართა. 

საქართველოს ბანკმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სოციალური მეწარმეობის თემაზე, რიგით მესამე კონკურსი, 10 აგვისტოს გამოაცხადა. კონკურსში განაცხადების მიღება 26 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე დასრულდება. გამარჯვებული პროექტები 50 000 ლარის მოცულობის თანხით დაფინანსდება. 

საქართველოს ბანკის მიერ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 2016-2018 წლებში შეირჩა და ჯამში 400 000 ლარით დაფინანსა, 10 სოციალური საწარმოს პროექტი. მაგალითისთვის: ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე მოეწყო ინკლუზიური ეკო-ბანაკი "ოჩოკემპი"; განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით განხორციელდა ინტერნეტიზაცია და შეიქმნა პლატფორმა charte.ge; გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად დაფინანსდა მაკულატურის გადამამუშავებელი სოციალური საწარმო "მწვანე საჩუქარი". საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების ნაწილი უკვე ამოქმედდა. დარჩენილი ნაწილი 2018 წლის ბოლომდე გაიხსნება ლაგოდეხში, წნორში, ნუკრიანში, საგურამოში, კასპში, გარიყულაში, ბათუმსა და თბილისში.

ჩვენ გირჩევთ

ათი კითხვა. ახალი ციფრული მანიფესტი

ახალგაზრდა ოლიმპიელებმა ბუენოს-აირესიდან 6 მედალი ჩამოიტანეს

ათი კითხვა. ახალი ციფრული მანიფესტი

ათი კითხვა. ახალი ციფრული მანიფესტი

წინა სტატია

ეროვნულმა ბანკმა საგადახდო ბარათების რისკებთან დაკავშირებულ ფორუმს უმასპინძლა
19 ოქტომბერი, 2018

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით EBRD-ის ყოველწლიური ფორუმი გაიმართა
19 ოქტომბერი, 2018
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა