საქართველოს ბანკის მხარდაჭერით EBRD-ის ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით. ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მეშვიდე, ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. შეხვედრაზე განხილვის ძირითადი თემა იყო არსებული გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები, ვაჭრობის დაფინანსების განვითარების პერსპექტივები აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ის ქვეყნებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში; ასევე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ვაჭრობის დაფინანსების უახლესი ტენდენციები, ინოვაციური პროდუქტები და საქართველოს როლი ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით. 

"მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მხარდამჭერია, როგორიცაა EBRD-ის  მეშვიდე, ყოველწლიური ფორუმი ვაჭრობის დაფინანსების სფეროში. ასეთი მასშტაბური ღონისძიება ვენის, ფრანკფურტის, ლონდონისა და სტამბოლის შემდეგ პირველად ჩატარდა საქართველოში.  საქართველოს ბანკი და EBRD წარმატებულად თანამშრომლობენ ვაჭრობის დაფინანსების ხელშეწყობის კუთხით. ჩვენ ჯერ კიდევ 1999 წლიდან წარმატებით ვმონაწილეობთ EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამაში (TFP) და სწორედ ამიტომ მრავალი წელია საქართველო მიიჩნევა ამ პროგრამის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ წევრ ქვეყანად, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტ-იმპორტის ხელმისაწვდომობას ეფექტიანი დაფინანსების მიმართულებით. მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იძლევა კარგ შესაძლებლობას, გაიმართოს დისკუსიები ბანკების მიერ განხორციელებული საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების, კომერციული საგადასახადო რისკების, ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ", - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური  დირექტორის მოადგილემ, ვასილ ხოდელმა.   

EBRD-ის ყოველწლიურ ფორუმს ესწრებოდა 40 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი 100 სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტიდან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ემიტენტი, მიმღები და თანადამფინანსებელი ბანკების წარმომადგენლები, ასევე, ვაჭრობის დაფინანსების ასოციაციები.

ჩვენ გირჩევთ

ახალგაზრდა ოლიმპიელებმა ბუენოს-აირესიდან 6 მედალი ჩამოიტანეს

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ახალგაზრდა ოლიმპიელებმა ბუენოს-აირესიდან 6 მედალი ჩამოიტანეს

ახალგაზრდა ოლიმპიელებმა ბუენოს-აირესიდან 6 მედალი ჩამოიტანეს

წინა სტატია

საქართველოს ბანკის კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში ღია კარის დღე გაიმართა
19 ოქტომბერი, 2018

შემდეგი სტატია

სექტემბერში ბანკების მოგება 18 მილიონი ლარით გაიზარდა
19 ოქტომბერი, 2018
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართლის ქარის ელექტროსადგური იყიდება – საწყისი ფასი $14.2 მილიონია
ახალი ამბები ქართულად | სექ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა