შეუძლია თუ არა ბრაზილიას გახდეს მეტი, ვიდრე მოჩვენებითი ძალა?

ლათინური ამერიკის უდიდესი ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა ძველი სტერეოტიპი დაანგრია: ბრაზილიას აქვს და ყოველთვის ექნება დიდი მომავალი. როგორც ჩანდა, ეს მჭიდროდ დასახლებული, რესურსებით მდიდარი, კონტინენტის მოცულობის ქვეყანა, 90-იანი წლების ბოლოს მომხდარი გამანადგურებელი კრიზისის შემდეგ დიდ ნაბიჯებს დგამდა. ქრონიკული ინფლაცია გაჩერებული იყო, ბიზნესის საწინააღმდეგო რეგულაციები კი – შემსუბუქებული. ბოლო ათწლეულის მანძილზე სამომხმარებლო საგნებზე გავრცელებული გლობალური ბუმი და მისი მასშტაბი ბრაზილიის ეკონომიკის წინსვლას ხელს უწყობდა და 2010 წლისთვის, ქვეყნის მშპ მსოფლიოში რიგით მეშვიდე ადგილს იკავებდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ბრაზილიამ განვითარებული ქვეყნის სტატუსამდე ნახტომი გააკეთა და თავისი ეკონომიკის მოცულობით მზად იყო ისეთ ქვეყნებს დასწეოდა, როგორიც, მაგალითად, ბრიტანეთი და საფრანგეთია.

შემდეგ კი ეს ყველაფერი ჩიხში აღმოჩნდა. გაირკვა, რომ ბრაზილიური ბუმი სამომხმარებლო საქონლის მაღალი ფასებით იყო განპირობებული. დღეს ბრაზილია რეცესიას განიცდის. მისი ვალუტა დავარდა, ინფლაცია კი საშინელი სისწრაფით იზრდება. უცხოური პირდაპირი ინვესტიციები მცირდება ისევე, როგორც ბრაზილიაში მდებარე კომპანიების ბიზნესკაპიტალის ხარჯვითი ნაწილი. კორუფცია ყვავის.

პრეზიდენტმა, დილმა რუსეფმა, ეს თანამდებობა მაშინ დაიკავა, როდესაც ბრაზილიის ეკონომიკა შესუსტდა. რუსეფმა მეორე ვადით არჩევნებზე გამარჯვება ძალიან რთულად მოიპოვა, თავისუფალი ბაზრის მხარდამჭერი კანდიდატის წინააღმდეგ. მთავარი, უმნიშვნელოვანესი კითხვა ის გახლავთ, თუ რას იზამს იგი: ზურგს შეაქცევს სტატისტურ პოლიტიკას, რომელმაც ბრაზილიის ეკონომიკა დააავადა და დააზიანა, თუ ქვეყანას კვლავ მყარად დააყენებს იმ გზაზე, რომელმაც არგენტინა და ვენესუელა დაღუპა – ქვეყნები, სადაც სტაგნაცია, პოლიტიკური თავისუფლების შემცირება, პოპულისტური დემაგოგია და კორუფცია ნორმად ითვლება.

თუ რუსეფს სურს ბრაზილია დიდი ზომის ჭაობი კი არ იყოს, არამედ გლობალური ეკონომიკის ცენტრად იქცეს, ის ვალდებულია შეისწავლოს მსოფლიო ბანკის ყოველწლიური კვლევა და გაეცნოს მსოფლიოს 189 ქვეყნის ეკონომიკის რეიტინგს, Doing Business-ს, რომელიც ნათელს ჰფენს„რეგულაციების, რომლებიც ზრდიან ან ზღუდავენ ბიზნესსაქმიანობას“. ბრაზილია ძალიან დაბალი ქულით არის შეფასებული: საერთო სიაში ის 120-ე ადგილს იკავებს. გამოიყო ოთხი კატეგორია, რომელშიც ბრაზილიას განსაკუთრებით ცუდი შედეგი აქვს.

• ბიზნესის დაწყება. ბრაზილიაში ლეგალური ბიზნესის დაწყება წინააღმდეგობების ზოლში მანევრირებას ჰგავს, ვინაიდან ამისთვის 11,6 სხვადასხვა პროცედურის გავლაა აუცილებელი, რაც საშუალოდ 83,6 დღეს საჭიროებს. გასაკვირი არ არის, რომ ბრაზილიაში ძალიან ფართო არაფორმალური ეკონომიკაა. რუსეფმა ახალი ზელანდიის მაგალითი უნდა გაითვალისწინოს, სადაც ახალი ბიზნესის დაწყება კომპიუტერის რამდენიმე ღილაკზე დაჭერით, ერთ დღეში არის შესაძლებელი. ამგვარად აღმოიფხვრება კორუფციის უდიდესი წყარო.

სამშენებლო ნებართვების მიღება. ეს სფერო იმის რეალურ სურათს იძლევა, თუ აქ საქმის კეთება რამდენად რთულია. მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, ბრაზილიაში საზარელი მდგომარეობაა: ყოველი პროექტისთვის 18.2 პროცედურა არის საჭირო ( განვითარებული ქვეყნების 11.9-თან შედარებით) და მათ გავლას 426.1 დღე სჭირდება ( 149.5 -განვითარებულ ქვეყნებში).

ქონების რეგისტრაცია. ბრაზილიაში რეგისტრაციისთის 13.6 პროცედურის გავლაა საჭირო. შეადარეთ ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის სხვა ქვეყნებს, სადაც ეს მაჩვენებელი საშუალოდ შვიდს უდრის. რუსეფმა კონსულტაციები ამ საკითხში საუკეთესო პერუელ ექსპერტსა და ეკონომისტთან, ერნანდო დე სოტოსთან უნდა გაიაროს.

გადასახადების გადახდა. არ არის გასაკვირი, რომ ბრაზილიაში ძალიან ბევრი გადასახადი და მოსაკრებელია. Doing Business-ის მიერ შეფასებულ 189 ქვეყნის ეკონომიკაში ბრაზილია ამ კატეგორიაში 177-ე ადგილს იკავებს. კვლევის მიხედვით, ბრაზილიაში არსებული ყველა საგადასახადო პროცედურების შესასრულებლად, წელიწადში 2,600 საათი არის საჭირო. რადიკალური გამარტივება საოცარ შედეგებს მოიტანს, ვინაიდან კორუფციის ჭაობს ამოაშრობს და ჩრდილოვან ბიზნესს რეალურ ეკონომიკაში გადმოიყვანს. ჰონკონგი და სინგაპური ის მოდელებია, რომლებიც რუსეფმა უნდა განიხილოს.

რა თქმა უნდა, ეკონომიკის გამანადგურებელი სხვა ურჩხულების დამარცხებაც საჭიროა, მათ შორის შიდა კარტელების, რომლებიც ახრჩობენ კონკურენციას და ასევე უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემზღუდავი კანონებისაც. ბოლოს, არსებობს აბსოლუტურად საკვანძო სფერო, რომელიც ან ააღორძინებს, ან გაანადგურებს ბრაზილიას, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ ქვეყანას:

მონეტარული პოლიტიკა. თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე დამღუპველ იდეას წარმოდგენს კეინზის ცნება იმის შესახებ, რომ ეკონომიკის მართვა შესაძლებელია ისევე, როგორც მანქანის საჭით მართვა – ქვეყნის ვალუტის ფასის მანიპულირებით. ეს არის საუბარი დედის წინ მორბენალ კვიცზე. ფულით პროდუქტებისა და მომსახურებების ღირებულება იზომება და ის კომერციას ხელს უწყობს. იდეა, რომ უფრო მეტი ფულის დაბეჭდვა მდგრად ეკონომიკურ ზრდას ასტიმულირებს, ისეთივე უშინაარსოა, როგორც რესტორნის მენეჯმენტის რწმენა, რომ გარდერობის ნომრების რაოდენობის გაზრდა მომხმარებელთა რიცხვის ზრდას შეუწყობს ხელს, რომლებიც იქ უფრო მეტ პალტოს დატოვებენ.

ბრაზილიური ეკონომიკის ჭირი – ინფლაციაა. იმისთვის, რომ ჭეშმარიტი სტაბილურობის ერა დაიწყოს, იმისთვის, რომ ქვეყნის მოქალაქეებისა და უცხოელი ინვესტორების ნდობა მოიპოვოს, ბრაზილიის მთავრობამ რეალის აშშ-ის დოლართან მიმართებით გამყარება უნდა დაიწყოს და ისწავლოს, როგორ შეინარჩუნოს ეს ფიქსირებული თანაფარდობა. რუსეფმა უნდა გამოიკვლიოს, როგორ აკავშირებს ჰონკონგის სავალუტო საბჭო თავის ვალუტას დოლართან უკვე 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მისმა თანაფარდობამ, 1998 წელს, აზიის უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი გადაიტანა მაშინ, როდესაც მეზობელი ქვეყნების ვალუტები განადგურდა.

წინა სტატია

Forbes Georgia. 2015 წლის იანვრის ნომერი
24 დეკემბერი, 2014

შემდეგი სტატია

რატომ გაუფასურდა ლარი?
25 დეკემბერი, 2014
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ კვირაში $80 მილიონით შემცირდა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა