საქართველოს ბანკმა პროექტ "ბიზნეს კაფე"-ს ფარგლებში რიგით მეხუთე შეხვედრა გამართა

საქართველოს ბანკმა და საკონსულტაციო კომპანია „ინსორსმა“  პროექტის „ბიზნეს კაფე“-ს ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართეს სახელით: “სტუმარ-მასპინძლობის სტამბა“, რომელიც ტურმიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ლიდერი კომპანიის - “აჭარა ჯგუფის” განვითარებას მიეძღვნა. 

შეხვედრის მოწვეულმა სპიკერმა, “აჭარა ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ვალერი ჩეხერიამ ისაუბრა საერთაშორისო სასტუმრო ბიზნესში ქართული კომპანიის მიერ შექმნილ გამორჩეულ და მაღალ სტანდარტზე; სტუმრებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება სასტუმრო ბიზნესში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების, ქართული სტუმარ-მასპინძლობის წარმატებებისა და გამოწვევების შესახებ.

ბიზნეს კაფეს მორიგ შეხვედრას ესწრებოდა 40 ორგანიზაციის უმაღლესი რგოლის მენეჯერი, მათ შორის საქართველოს ბანკის პარტნიორი მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. 

“ბიზნეს კაფე” წარმოადგენს საკონსულტაციო კომპანია ინსორსის პროექტს, რომელიც 2018 წლიდან მთელი საქართველოს ბანკის პარტნიორობით ხორციელდება და მისი მიზანია ბიზნესის მმართველი რგოლის წარმომადგენელების არაფორმალური შეხვედრა საკუთარი გამოცდილების გაზიარების მიზნით.

ჩვენ გირჩევთ

ინვესტორი

სასკოლო განათლების ძვირი რეგრესი

ინვესტორი

ინვესტორი

წინა სტატია

Bitfury May Hold First EU Crypto IPO
26 ოქტომბერი, 2018

შემდეგი სტატია

რისთვის ჯარიმდებიან მოქალაქეები და ბიზნესი
29 ოქტომბერი, 2018
ნინო ზამბახიძის სიტყვა თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრისას
ახალი ამბები ქართულად | თებ, 08, 2019
საქართველოს ბანკმა ისტორიულ შენობაში დაგროვილი ქონების მართვის ახალი ფილიალი გახსნა
საქართველო | იან, 28, 2019
ბაია აბულაძე Forbes 30 Under 30 სიაშია
ახალი ამბები ქართულად | თებ, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა