საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights Tbilisi გაიმართა

საქართველოს ბანკის Fintech პლატფორმის მხარდაჭერით რიგით მეექვსე Fuckup Nights Tbilisi გაიმართა. ღონისძიება ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ძალიან აქტუალურ და საინტერესო სფეროს- ფინანსური ტექნოლოგიების წარმოადგენლებსა და მათ პროფესიული მარცხის ისტორიებს დაეთმო. ღონისძიებაზე 4-მა სპიკერმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა კარიერის განმავლობაში დაშვებული შეცდომები. Fuckup Nights-ის მიზანიც სწორედ ისაა, რომ სხვისი შეცდომები, პროფესიული მარცხი განსხვავებული კუთხით წარმოაჩინოს და მის მონაწილეებს დაანახოს, რომ მარცხი ცოდნის ნაწილი და ღირებული გამოცდილებაა, რომელზეც ღირს ხმამაღლა საუბარი.

Fuckup Nights-ის თითოეული ღონისძიება სხვადასხვა პროფესიის და გამოცდილების ადამიანს აერთიანებს. ეს არის გლობალური მოძრაობა, რომელიც  2012 წელს მექსიკაში დაიწყო და ახლა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 84 ქვეყანასა და 300 ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორის საქართველოშიც.

საქართველოს ბანკი განაგრძობს "ღია ბანკინგის" განვითარების ხელშეწყობას და რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარებას. საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის განვითარების ფარგლებში, ფინტექ სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით, შექმნა ახალი სტრატეგიული მიმართულება- Bog fintech და ვებგვერდი www.fintech.ge ასევე,  ე.წ. API Sandbox - მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. დღეისათვის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია 9 საბანკო სერვისის შესაბამისი API. 

ჩვენ გირჩევთ

სასკოლო განათლების ძვირი რეგრესი

ინვესტორი

სასკოლო განათლების ძვირი რეგრესი

სასკოლო განათლების ძვირი რეგრესი

წინა სტატია

რისთვის ჯარიმდებიან მოქალაქეები და ბიზნესი
29 ოქტომბერი, 2018

შემდეგი სტატია

Vatandaşlar ve işletmeler neden cezalandırılıyor?
29 ოქტომბერი, 2018
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართული სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი“ იწყებს ახალი "პეის ტერმინალის" პროექტს ფოთში
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 10, 2019
"ლოპოტამ" საპარტნიორო ფონდისგან აქციები 5.9 მლნ დოლარად გამოისყიდა
ახალი ამბები ქართულად | სექ, 30, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა