სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.6 პროცენტით გაიზარდა

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.6 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა წლის სექტემბერთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.6%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში (იანვარ-სექტემბერში) საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 4.9%-ია, მესამე კვარტალში კი 4%.

2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა. 2018 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2018 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 5%-იან, ხოლო მსოფლიო ბანკი 4.5%-იან ზრდას პროგნოზირებს.

გრაფიკი: საქართველოს ეკონომიკური ზრდა

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *