მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება მცირდება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება მცირდება. წლის III კვარტალში, საქართველოში მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანზაციების წმინდა მოგებამ 35.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, 14.8 მლნ ლარით ჩამოუვარდება.

II კვარტალთან შედარებით, მისოების მოგება 18 მლნ ლარზე მეტადაა გაზრდილი. 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საქართველოში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 44.5 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. შედარებისთვის, 2016 წელს სექტორის წმინდა მოგება 151.8 მლნ ლარი იყო, 2015 წელს  124.2 მლნ ლარი, 2014-ში 79,8 მლნ ლარი,  2013 წელს 61.9 მლნ ლარი, ხოლო 2012 - 49.3 მლნ ლარი.

III კვარტლის ბოლოს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 975 667 სესხი ჰქონდათ გაცემული, საიდანაც უმრავლესობა ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხს წარმოადგენს. იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების რაოდენობა კი მხოლოდ 805-ია. ჯამში მისოებს 1 208 695 116 ლარის სესხები აქვთ გაცემული, საიდანაც ყველაზე დიდი წილი სამომხმარებლო სესხებზე მოდის (340 727 068 ლარი). წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მისოების მიერ გაცემული სესხების რაოდენობა შემცირებულია (2017 წლის III კვარტალში 1 009 321 სესხი), თუმცა თანხობრივად გაზრდილია (2017 წლის III კვარტალში 1 071 018 205 ლარი). 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მთლიანი აქტივები 1 649 011 285 ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით,  178.5 მლნ ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. 

ამ დროისთვის, საქართველოში 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. 

ჩვენ გირჩევთ

“თბილისი ჰილსში” უძრავი ქონების გაყიდვები დაიწყო

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები

“თბილისი ჰილსში” უძრავი ქონების გაყიდვები დაიწყო

“თბილისი ჰილსში” უძრავი ქონების გაყიდვები დაიწყო

წინა სტატია

Georgia moves to 6th place in the “Doing Business” ratings
31 ოქტომბერი, 2018

შემდეგი სტატია

ყველაფერი, რისი ჭამაც შეიძლება
02 ნოემბერი, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა