საქართველოს რეგიონები ყველაზე მაღალი სამშენებლო აქტივობით

საქართველოში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა კლებულობს. კერძოდ, საქსტატის დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2018 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 7702 ნებართვა რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 4.6%-ით ჩამორჩება. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი 56,1% ქვეყნის 3 რეგიონზეა განაწილებული, კერძოდ: 28,9% მოდის  თბილისზე, 15,5% – კახეთის რეგიონზე, ხოლო 11,6 % - ქვემო ქართლის რეგიონზე.

გაცემული ნებართვების რაოდენობა რეგიონების მიხედვით

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ნებართვა თბილისში გაიცა - 3699. აქედან ყველაზე მეტი - 2855 კი საცხოვრებელ შენობაზე მოდიოდა. მას მოსდევს სამრეწველო და სასაწყობო შენობები - 137 და სავაჭრო ობიექტები  - 137. ამავე პერიოდში თბილისში 17 სასტუმროს მშენებლობაზე გაიცა ნებართვა.

გაცემული ნებართვების რაოდენობით, მეორე ადგილს აჭარა იკავებს - 1014. აქაც ყველაზე დიდი წილი (745) საცხოვრებელ შენობაზე მოდის, მას კი სავაჭრო ობიექტები (95) და სასტუმროები (92) მოსდევს.

მესამე ადგილზე ქვემო ქართლია 831 ნებართვით. ამ რეგიონში ყველაზე მაღალი ინტერესი ასევე საცხოვრებელ სახლებზე მოდის (566 ნებართვა), მას მოსდევს სავაჭრო ობიექტები (76) და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტები (54).

ყველაზე დაბალი აქტივობა რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ფიქსირდება, სადაც მხოლოდ იანვარ-სეტქმბრის პერიოდში 27 სამშენებლო ნებართვა გაიცა. დაბალი აქტივობა ფიქსირდება გურიაშიც - 118 ნებართვა.

დასრულებული მშენებლობები რეგიონების მიხედვით

წლის პირველ 9 თვეში, საქართველოს მასშტაბით, 1830 მშენებლობა დასრულდა. მათგან ყველაზე დიდი წილი (911) საცხოვრებელ შენობაზე მოდის, მეორე ადგილზე სავაჭრო ობიექტებია (264), მესამეზე სამრეწველო და სასაწყობე შენობები (126), მეოთხეზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტები (116), მეხუთეზე კი სასტუმროები (51).

ყველაზე მეტი სასტუმრო იანვარ-სექტემბერში აჭარაში გაიხსნა. კერძოდ კი რეგიონს 12 სასტუმრო შეემატა, რომლებმაც 30566 კვ.მ დაიკავეს. 4 ასტუმროს მშენებლობა დასრულდა თბილისში, 11-ის გურიაში, 7-ის კი სამცხე ჯავახეთში.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი მშენებლობა დასრულდა თბილისში - 527. აქედან ყველაზე მეტი 433 - საცხოვრებელი შენობა იყო, 21 სასაწყობო და სამრეწველო ობიექტი, ხოლო 22 სავაჭრო ობიექტი იყო.

დასრულებული მშენებლობებით, მესამე ადგილზე კახეთია, სადაც 286 მშენებლობა დასრულდა. კახეთში ყველაზე დიდი წილი სავაჭრო ობიექტებზე მოდის, რეგიონში მსგავსი 77 შენობა დასრულდა.

მესამე ადგილს 213 დასრულებული მშენებლობით ქვემო ქართლი იკავებს. რეგიონში წლის პირველ 9 თვეში 115 საცხოვრებლის და 33 სავაჭრო ობიექტის მშენებლობა დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ აჭარაში, რომელიც გაცემული სამშენებლო ნებართვებით, თბილისის შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს, საანგარიშო პერიოდში 81 მშენებლობა დასრულდა.

ჩვენ გირჩევთ

Freedom House - რამდენად თავისუფალია ინტერნეტ სივრცე საქართველოში

ყველაფერი, რისი ჭამაც შეიძლება

Freedom House - რამდენად თავისუფალია ინტერნეტ სივრცე საქართველოში

Freedom House - რამდენად თავისუფალია ინტერნეტ სივრცე საქართველოში

წინა სტატია

The First Hotels in Tiflis
02 ნოემბერი, 2018

შემდეგი სტატია

7-9 ნოემბერს მონაცემთა ყოველწლიური ფესტივალი, DataFest Tbilisi გაიმართება
03 ნოემბერი, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა