24 ნოემბერს, თბილისში საერთაშორისო ციფრული კონფერენცია Touch გაიმართება

24 ნოემბერს, თბილისში საერთაშორისო ციფრული კონფერენცია Touch გაიმართება

 მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება საქართველოში მესამედ ჩატარდება. 

Touch – Digital Summit-ის მხარდაჭერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. კონფერენციას Google, Philips, Farfetch, techmafia, airbnb-ის, ლეგოს ექსპერტები და წარმომადგენლები დაესწრებიან. წელს პირველად მოეწყობა სტარტაპ ექსპო , სადაც სტარტაპებსა და პოტენციურ ინვესტორებს ერთმანეთთან გასაუბრების შეაძლებლობა ექნებათ.

Touch ინტელექტუალური პლატფორმაა, რომელიც ციფრულ ინდუსტრიაში ჩართულ პირებს და ამ სფეროს მრავალ, საინტერესო მიმართულებაზე მუშავე ორგანიზაცებს აერთიანებს. პროექტი ყოველწლიურად მეტ საერთაშორისო დონის სპიკერს მასპინძლობს, რომლებიც დაინტერესებულ პირებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. 

Touch-ზე წარმოდგენილი იქნება თემატური პრეზენტაციები და მასტერკლასები, რომლებიც დღეისთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემებს მოიცავს: მონაცემების ანალიზი, მოგზაურობა, თანამედროვე ციფრული ტენდენციები, მომავლის ტექნოლოგიები, მარკეტინგული სტრატეგიები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *