Fitch Ratings-მა საქართველოს სალიზინგო კომპანიას 'B+' positive რეიტინგი მიანიჭა

საქართველოს ბანკის შვილობილ კომპანიას, საქართველოს სალიზინგო კომპანიას, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა გრძელვადიანი ემიტენტის სტანდარტული რეიტინგი 'B+'positive მიანიჭა. საკრედიტო რეიტინგის აღებაში საქართველოს სალიზინგო კომპანიას კონსულტაციას წამყვანი საინვესტიციო ბანკი - სს გალტ & თაგარტი უწევდა. რეიტინგის მინიჭების კრიტერიუმად საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ აიღო ისეთი მაჩვენებლები როგორიცაა: საქართველოს სალიზინგო კომპანიის  მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებლები, მისი სტაბილურობა და სამომავლო განვითარების პერსპექტივა. კრედიტუნარიანობის შეფასებისას Fitch-მა ასევე გაითვალისწინა კომპანიის ბიზნეს-მოდელი, საკრედიტო და  სავალუტო რისკები. სააგენტო მიიჩნევს, რომ სალიზინგო კომპანიის სტრატეგიული მნიშვნელობა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერა  იძლევა იმის პერსპექტივას, რომ კომპანია რეიტინგის შენარჩუნებასა და მის კიდევ უფრო  გაუმჯობესებას გააგრძელებს. 

საქართველოს სალიზინგო კომპანია საქართველოს ბანკის ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელსაც 17 წლიანი გამოცდილება აქვს  ადგილობრივ ბაზარზე სალიზინგო მომსახურების სფეროში. საქართველოს სალიზინგო კომპანია იყო პირველი კომპანია, რომელმაც მომხმარებლებს საქართველოში შესთავაზა ლიზინგი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო და ამ მისიას დღესაც წარმატებით ახორციელებს. საქართველოს სალიზინგო კომპანია დამწყებ, მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს სალიზინგო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის: ფინანსურ, დაბრუნებით და საოპერაციო ლიზინგს.  2015 წლიდან კი უკვე ფიზიკურ პირებსაც მიეცათ საშუალება ლიზინგით სარგებლობის, მათ შორის ისეთი ექსკლუზიური პროდუქტებით როგორიც იმ დრომდე ბაზარზე არ იყო წარმოდგენილი.

წინა სტატია

24 ნოემბერს, თბილისში საერთაშორისო ციფრული კონფერენცია Touch გაიმართება
05 ნოემბერი, 2018

შემდეგი სტატია

EBRD მიმდინარე წელს საქართველოში 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება
05 ნოემბერი, 2018
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები - Forbes-ის 2019 წლის სია
რეიტინგი | მარ, 06, 2019
ბიზნესის პირადი ასისტენტი
ინტერვიუ | მარ, 14, 2019
ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლომ SALFORD-ის წინააღმდეგ რუხაძის სარჩელი განხილვაში არ მიიღო
ახალი ამბები ქართულად | მარ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა