საქართველოში ბინადრობის ნებართვის აღების წესი იცვლება

უცხოელებისთვის საქართველოს ბინადრობის ნებართვის აღების წესში ცვლილებები შედის. ცვლილებების ინიციატორი მმართველი პარტიაა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს საინვესტიციო, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვისათვის და D5 კატეგორიის ვიზის გაცემის ცვლილებას.

კერძოდ, კანონში შემდეგი ცვლილებები შედის:

· მუდმივი ბინადრობის ნებართვამდე ინვესტორზე საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა 5 წლის ვადით გაიცემა.

· დაწესებული საინვესტიციო თანხა - 300 000 ლარი, 300 000 აშშ დოლარამდე იზრდება.

· საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის შესანარჩუნებლად წესდება თანხობრივი ცენზი, რაც უნდა გამოიხატოს ყოველწლიური ფინანსური ბრუნვის მოცულობაში. კერძოდ, ცვლილებების პროექტი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის შენარჩუნებას დამოკიდებულს ხდის სამეწარმეო საქმიანობის აქტიურობაზე იმგვარად, რომ ყოველწლიური ბრუნვა შეადგენდეს არანაკლებ 120 000 აშშ დოლარს.

· ბინადრობის ნებართვა მუდმივი ცხოვრების უფლებით აღარ გაიცემა თავიდანვე, მხოლოდ ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე. თუმცა ინვესტორს შესაძლებლობა ექნება, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვის შემდეგ მიიღოს მუდმივი ცხოვრების უფლება, თუკი 5 წლის განმავლობაში უდასტურდება არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ოდენობით ბრუნვა საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან.

· იზრდება მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვისა და D5 კატეგორიის ვიზის მისაღებად დაწესებული ქონების საბაზრო ღირებულების მინიმალური ზღვარი - იგი უნდა აღემატებოდეს 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.

2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით მოკლევადიანი ბინადრობის 1552 ნებართვა გაიცა. აღნიშნული ნებართვები გაიცა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 35 000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონების საკუთრებაში ქონის საფუძველზე.

ბინადრობის ნებართვის გაცემის რაოდენობა მზარდია წლების მიხედვით, 2016 წელს გაცემული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვათა საერთო რაოდენობა შეადგენს 328-ს, მაშინ როდესაც 2017 წელს 1173 ბინადრობის ნებართვის გაცემა მოხდა.

რაც შეეხება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას, აღნიშნული კანონის ამოქმედებიდან დღემდე გაცემულია 437 საინვესტიციო ნებართვა.

ჩვენ გირჩევთ

პრეზიდენტი: ძალაუფლება სხვისი მეშვეობით

Forbes Georgia. 2018 წლის ნოემბრის ნომერი

პრეზიდენტი: ძალაუფლება სხვისი მეშვეობით

პრეზიდენტი: ძალაუფლება სხვისი მეშვეობით

წინა სტატია

European Blockchain Unicorn Bitfury Completes $80 Million Private Placement
06 ნოემბერი, 2018

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკის პარტნიორობით რიგით მეექვსე #TEDxTbilisi გაიმართება
06 ნოემბერი, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა