Bitfury-მ ინვესტორებისგან $80 მლნ მოიზიდა

ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისა და კრიპტოვალუტების კომპანია Bitfury-მ ინვესტორებისგან  $80 მილიონი მოიზიდა. სტატიას Bitfury-ზე Bloomberg აქვეყნებს და წერს, რომ აქციების კერძო განთავსებას სათავეში ედგა Korelya Capital. მონაწილეებს შორის იყვნენ Novogratz’s Galaxy Digital, Jabre და Lian ჯგუფი. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით, წერს რომ გარიგება $1 მილიარდზე მეტად იყო შეფასებული.

Bitfury 2011 წელს დაფუძნდა და ამჟამად მისი მთავარი ოფისი ლონდონში მდებარეობს. კომპანიის კლიენტებს შორის უკრაინის მთავრობაცაა.

"ჩვენ ვხედავთ საკმაოდ მზარდ მოთხოვნას, როგორც კომპანიების, ასევე მთავრობების მხრიდან, რათა მათ შეძლონ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარება", - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი ვალერი ვავილოვი.

ამასთან, Bloomberg წერს, რომ კომპანია IPO-სთვისაც ემზადება, რომელმაც მომდევნო წლებში კომპანიას, შესაძლოა, 3-5 მილიარდი დოლარი მოუტანოს.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოში ბინადრობის ნებართვის აღების წესი იცვლება

Bitfury აქციების $80 მილიონიან განთავსებაზე აცხადებს

საქართველოში ბინადრობის ნებართვის აღების წესი იცვლება

საქართველოში ბინადრობის ნებართვის აღების წესი იცვლება

წინა სტატია

პორშე "ჩაინიკის" თვალით
07 ნოემბერი, 2018

შემდეგი სტატია

BOG Fintech-ის მხარდაჭერით, მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi იმართება
07 ნოემბერი, 2018
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა