საქართველოს ეროვნული ბანკი IOSCO-ს ასოცირებული წევრი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) წევრობა, კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

IOSCO ფასიანი ქაღალდების სექტორში გლობალურ სტანდარტებს აწესებს და მის მიერ შემუშავებული ბაზრის რეგულირების პრინციპები, მთელ მსოფლიოშია აღიარებული. ამასთან, ორგანიზაციის წევრები ერთმანეთისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებითა და თანამშრომლობით უზრუნველყოფენ ფასიანი ქაღალდების ბაზრების მეტ გამჭვირვალობას, სისტემური რისკების შემცირებასა და სექტორის მიმართ ინვესტორთა ნდობის ამაღლებას. 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ IOSCO-ს ასოცირებული წევრობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი მოიცავდა როგორც მოლაპარაკებებს IOSCO-ს წარმომადგენლობასთან, ასევე, მსოფლიო ბანკის დახმარებით, ქართული ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კანონმდებლობის IOSCO-ს პრინციპებთან შესაბამისობის თვითშეფასებას. სამოქმედო გეგმის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალში IOSCO-ს მუდმივ წევრად გახდომას გეგმავს.

IOSCO-ს ასოცირებული წევრობა, ერთი მხრივ, გაზრდის საერთაშორისო ინვესტორების ნდობასა და ინტერესს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მიმართ - მეორე მხრივ კი, აამაღლებს საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულატორის რეპუტაციას. ამასთან, ეს შესაძლებლობას მისცემს საქართველოს ეროვნულ ბანკს გაიზიაროს სხვა წევრი ქვეყნების გამოცდილება ბაზრის რეგულირებისა და განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით. 

ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაცია (IOSCO) 1983 წელს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის 11 მარეგულირებელი ორგანოს მიერ დაარსდა. მისი სათავო ოფისი მდებარეობს მადრიდში. დღესდღეობით, ორგანიზაციაში 115-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელია გაერთიანებული, რომლებიც ჯამში მსოფლიოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის 95%-ზე მეტს არეგულირებენ. 

ჩვენ გირჩევთ

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 11.6 პროცენტით გაიზარდა

მსოფლიოს კიდევ ერთი "კრიპტო-მილიარდერი" შეემატა

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 11.6 პროცენტით გაიზარდა

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 11.6 პროცენტით გაიზარდა

წინა სტატია

რომელმა ბანკმა რამდენი მოიგო იანვარ-სექტემბერში
16 ნოემბერი, 2018

შემდეგი სტატია

ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი შეისყიდა
16 ნოემბერი, 2018
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა