ოქტომბერში ბანკების მოგებამ 103 მილიონი ლარი შეადგინა

ოქტომბერში ბანკების მოგებამ 103 მილიონი ლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 103 მლნ ლარი შეადგინა, რაც 66 მლნ ლარით მეტია 2017 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე. ერთ თვეში 103 მლნ ლარის მოგება მიმდინარე წლის ყოველთვიური მოგების რეკორდული მაჩვენებელია.

ოქტომბერში ბანკების შემოსავლებმა 379 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 288 მლნ ლარი საპროცენტო შემოსავლები, ხოლო 91 მლნ ლარი კი არასაპროცენტო შემოსავლები იყო.

10 თვის ჯამში, იანვარ-ოქტომბერში ბანკების მოგება 706 მლნ ლარია, რაც 2017 წლის იანვარ-ოქტომბრის მოგებაზე 37 მლნ ლარით (5.5%-ით) მეტია.

გრაფიკი: კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *