iPhone-ის გაყიდვების სარეკორდო მაჩვენებლები

Apple-ის ბოლოდროინდელმა გაყიდვებმა ყველანაირ მოსალოდნელ შედეგს გადააჭარბა - კომპანიამ 2015 წლის პირველ ფისკალურ კვარტალში (1 ოქტომბერი - 27 დეკემბრი, 2014) $74.6 მილიარდიანი შემოსავალი აჩვენა, საიდანაც სუფთა მოგებამ 18 მილიარდი დოლარი შეადგინა.  

წინა წლის პირველ საფინანსო კვარტალში Apple-ის შემოსავალმა $57.6 მილიარდი შეადგინა. სახეზეა 29.5 პროცენტიანი ზრდა წინა წლის მაჩვენებელთან შეედარებით, რომელიც ძირითადად განაპირობა საშობაო პერიოდში iPhone 6 და 6 Plus სმარტფონების სარეკორდო გაყიდვებმა და ჩინურ ბაზარზე გაყიდვების მნიშვნელოვანმა, 70-პროცენტიანმა ზრდამ. კომპანიამ ასევე გააორმაგა iPhone-ის გაყიდვები სინგაპურსა და ბრაზილიაში.

ანალიტიკოსები  ვარაუდობდნენ, რომ 2014 წლის ბოლო 3 თვეში Apple-ის შემოსავალი $67.6 მილიონი იქნებოდა, თუმცა, როგორც ვხედავთ, Apple-მა ყველა პროგნოზს გადააჭარბა. კომპანიამ, მოცემულ პერიოდში, 74.5 მილიონი iPhone-ი (ნავარაუდევი 65.7 მილიონის ნაცვლად) და 21.4 მილიონი iPad-ი გაყიდა.

წინა სტატია

Intel-ი გიკეთიათ?
26 იანვარი, 2015

შემდეგი სტატია

ფეხბურთელთა სატრანსფერო თანხების ჯამურმა რაოდენობამ $4 მილიარდს გადააჭარბა
28 იანვარი, 2015
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა