სასტუმრო “სტამბა” AHEAD Awards Europe-ზე წლის საუკეთესო კონცეფციისთვის დაჯილდოვდა

სასტუმრო “სტამბა” AHEAD Awards Europe-ზე წლის საუკეთესო კონცეფციისთვის დაჯილდოვდა

ლონდონში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე, სასტუმრო “სტამბამ” ნომინაციაში “წლის საუკეთესო ახალი კონცეფცია” გაიმარჯვა. “AHEAD Awards Europe”-ის პრესტიჟული ჯილდო “აჭარა ჯგუფის” აღმასრულებელ დირექტორს ვალერი ჩეხერიას და კომპანიის მმართველ დირექტორს ლევან ბერულავას გადაეცათ.

“ჩემთვის დიდი პატივია, რომ სასტუმრო “სტამბამ” მოიგო წლის ახალი კონცეფცია “AHEAD Awards”-ზე! ამაყი და ბედნიერი ვარ ჩემი  გუნდით” – ამბობს ვალერი ჩეხერია.

“AHEAD Awards” გამოავლენს და აჯილდოვებს მსოფლიოში კრეატიულობითა და დიზაინით გამორჩეულ საუკეთესო ბუტიკურ სასტუმროებს.

სტამბა არის პირველი ქართული ბრენდი და სასტუმრო, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა მსოფლიო მასშტაბის  სასტუმრო-ინდუსტრიისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და პრესტიჟულ დაჯილდოებაზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *